ლეოპოლდ I (სრი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეოპოლდ I (გერმ. Leopold I.), სრული სახელია ლეოპოლდ იგნას იოზეფ ბალთაზარ ფელიციანი (გერმ. Leopold Ignaz Joseph Balthasar Felician; დ. 9 ივნისი, 1640, ვენა, ავსტრია ― გ. 5 მაისი, 1705, ვენა, ავსტრია) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და დედოფალ მარია ანა ესპანელის ძე. საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის მეფე, ასევე ავსტრიის ერცჰერცოგი 1658 წლიდან გარდაცვალებამდე, ტრანსილვანიის დიდი მთავარი 1692 წლიდან და ასევე ტეშენის ჰერცოგი 1657 წლიდან. იგი ჰაბსბურგთა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად, 46 წლისა და 9 თვის განმავლობაში მართავდა იმპერიას.
ლეოპოლდ I | |
---|---|
საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე, ავსტრიის ერცჰერცოგი, ტრანსილვანიის მთავარი | |
კორონაცია: | 1 აგვისტო, 1658, ფრანკფურტი |
მმართ. დასაწყისი: | 18 ივლისი, 1658 |
მმართ. დასასრული: | 5 მაისი, 1705 |
წინამორბედი: | ფერდინანდ III |
მემკვიდრე: | იოზეფ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 ივნისი, 1640 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 5 მაისი, 1705, (64 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
მეუღლე: |
მარგარიტა ტერეზა ესპანელი (ქ. 1666 - გარდ. 1673) კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი (ქ. 1673 - გარდ. 1676) ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი (ქ. 1676) |
შვილები: |
მარია ანტონია, ბავარიის კურფიურსტი იოზეფ I, საღვთო რომის იმპერატორი მარია ელიზაბეთი, ნიდერლანდების შტატჰალტერი მარია ანა, პორტუგალიის დედოფალი კარლ VI, საღვთო რომის იმპერატორი |
სრული სახელი: | ლეოპოლდ იგნას იოზეფ ბალთაზარ ფელიციანი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია ანა ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ლეოპოლდის მმართველობა განსაკუთრებით ცნობილია 1683-1699 წლებში ოსმალეთის იმპერიასთან მიღწეული დიდი წარმატებით დიდი თურქული ომის პირობებში და ასევე თავის დეიდაშვილთან, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სთან არსებული ხანგრძლივი დაპირისპირებით. პრინც ევგენი სავოიელის სამხედრო ნიჭის დამსახურებით, ლეოპოლდმა კარლოვიცის ბრძოლაში დაამარცხა თურქები და დაიპყრო მთელი უნგრეთი და ტრანსილვანია, ანუ მიწები, რომელიც 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მიიტაცეს ოსმალებმა.
იმპერატორი ლეოპოლდი სამ ომში იბრძოდა საფრანგეთის წინააღმდეგ: დევოლუციურ ომში, ცხრაწლიან ომსა და ესპანური მემკვიდრეობის ომში. უკანასკნელი მათგანის დასრულებას თავად ლეოპოლდი ვერ მოესწრო და მისმა ძემ, კარლ VI-მ დაასრულა, რომელიც დამარცხდა, თუმცა მიიღო ესპანეთის ყველა ევროპული კოლონია. მისი გარდაცვალებისას ჰაბსბურგთა მონარქიაცა და მთელი ევროპაც ომის ქარცეცხლში იყო ჩაფლული.