დიდი თურქული ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი თურქული ომი (გერმ. Großer Türkenkrieg), აგრეთვე ცნობილია, როგორც საღვთო ლიგის ომი (თურქ. Kutsal İttifak Savaşları) — 1683-1699 წლების ევროპაში მიმდინარე კონფლიქტების სერია, რომელიც მიმდინარეობდა ერთ მხარეს ოსმალეთის იმპერიას, ხოლო მეორე მხარეს საღვთო რომის იმპერიას, ჰაბსბურგთა მონაქრიას, რეჩ-პოსპოლიტასა და რუსეთს შორის. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ოსმალებმა 1683 წლის ივლისში ალყა შემოარტყეს ავსტრიის დედაქალაქ ვენას და დასრულდა 1699 წლის იანვარში გაფორმებული კარლოვიცის ზავით. ომი ოსმალეთის იმპერიის აბსოლუტური კრახით დასრულდა, მან დაკარგა მთელი უნგრეთი, ტრანსილვანია, მონტენეგრო, აზოვი, დალმაცია, მორეა, ასევე დაკარგა მიწები რეჩ-პოსპოლიტასთანაც, ამ ყველაფერმა კი საფუძველი მოუმზადა შემდეგში ბალკანელი ხალხების გამოსვლებსა და მათი ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ომის პერიოდში მსოფლიო ისტორიის განმავლობაში პირველად რუსეთს ალიანსი ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.
დიდი თურქული ომი | |||
---|---|---|---|
ვენის ბრძოლა, 1683 წელი, შესრულებულია გონსალეს ფრანსისკ კასტელის მიერ | |||
თარიღი |
14 ივლისი, 1683 - 26 იანვარი, 1699 (15 წელი, 6 თვე, 1 კვირა და 5 დღე) | ||
მდებარეობა | ავსტრია, უნგრეთი, ბალკანეთი, რეჩ-პოსპოლიტა და ყირიმი | ||
შედეგი |
კარლოვიცის ზავი, საღვთო ლიგის გამარჯვება: • ჰაბსბურგთა მონარქია ოსმალეთს ართმევს უნგრეთს, ტრანსილვანიას და ბალკანური მიწების ნაწილს; • რეჩ-პოსპოლიტა იპყრობს პოდოლიას; • რუსეთი იპყრობს აზოვის პორტს; • ვენეცია იპყრობს მორეასა და დალმაციას; • მონტენეგრო იღებს დე-ფაქტო დამოუკიდებლობას; • ოსმალეთის გავლენები ევროპაში საგრძნობლად სუსტდება; | ||
მხარეები | |||
დანაკარგები | |||
| |||
დიდი თურქული ომი ვიკისაწყობში |