ლიეტუვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიეტუვა (ლიეტ. Lietuva), ოფიციალურად ლიეტუვის რესპუბლიკა (ლიეტ. Lietuvos Respublika), 2018 წლამდე გამოიყენებოდა სახელი ლიტვა — სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ფართობითა და მოსახლეობით ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი ქვეყანა. მდებარეობს ბალტიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, შვედეთიდან და დანიიდან აღმოსავლეთით. ფართობი 65 300 კმ². ჩრდილოეთით ესაზღვრება ლატვია (453 კმ), აღმოსავლეთით და სამხრეთით ბელარუსი (502 კმ), სამხრეთით პოლონეთი (91 კმ), სამხრეთ-დასავლეთით რუსეთის ექსკლავი (კალინინგრადის ოლქი, 227 კმ), ხოლო დასავლეთით ბალტიის ზღვა (99 კმ).
ლიეტუვის რესპუბლიკა Lietuvos Respublika ლიეტუვა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Tautiška giesmė ეროვნული სიმღერა |
||||||
ლიეტუვის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი | ვილნიუსი 54°41′ ჩ. გ. 25°19′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ლიეტუვური | |||||
ეთნიკური ჯგუფები |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ლიეტუველი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა[1][2] | |||||
- | პრეზიდენტი | გიტანას ნაუსედა | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ინგრიდა შიმონიტე | ||||
- | სეიმის თავმჯდომარე | ვიქტორია ჩმილიტე | ||||
საკანონმდებლო ორგანო | სეიმი | |||||
დაარსება | ||||||
- | ლიეტუვს პირველი ხსენება | 9 მარტი, 1009 | ||||
- | მინდაუგასის გამეფება | 6 ივლისი, 1253 | ||||
- | გაერთიანება პოლონეთთან | 2 თებერვალი, 1386 | ||||
- | პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის შექმნა |
1 ივლისი, 1569 | ||||
- | თანამეგობრობის დანაწილება | 24 ოქტომბერი, 1795 | ||||
- | დამოუკიდებლობის გამოცხადება | 16 თებერვალი, 1918 | ||||
- | 1-ლი საბჭოთა ოკუპაცია | 15 ივნისი, 1940 | ||||
- | ფაშისტური გერმანიის ოკუპაცია | 22 ივნისი, 1941 | ||||
- | მე-2 საბჭოთა ოკუპაცია | ივლისი, 1944 | ||||
- | დამოუკიდებლობის აღდგენა | 11 მარტი, 1990 | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 მაისი, 2004 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 65 300 კმ2 (121-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.98 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2023 შეფასება | 2,862,380[3] | ||||
- | 2011 აღწერა | 3 043 429[4] | ||||
- | სიმჭიდროვე | 43 კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | 2023 შეფასება | |||||
- | სულ | $137,389 მილიარდი[5] (88) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $49,266[5] (39) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2023 შეფასება | |||||
- | სულ | $78,346 billion[5] (78) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $28,094[5] (40) | ||||
ჯინი (2020) | 35.1[6] საშუალო |
|||||
აგი (2021) | 0.875[7] ძალიან მაღალი · 35-ე |
|||||
ვალუტა | ევრო (€) (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
თარიღის ფორმატი | წწწწ-თთ-დდ | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +370 | |||||
მფარველი წმინდანი | წმინდა კაზიმირი | |||||
ინტერნეტ-დომენი | .lt [ა] | |||||
ა. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
2012 წლის აღწერის მონაცემებით ლიეტუვის რესპუბლიკაში ცხოვრობს 2 986 072 ადამიანი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია — ვილნიუსი. მოსახლეობის დიდ ნაწილს ლიეტუველები შეადგენენ, რომლებიც ლაპარაკობენ ლიეტუვურ ენაზე. მორწმუნე ლიეტუველები უმეტესად კათოლიკეები არიან. ლიეტუველების ეთნიკური ჩამოყალიბების ძირითად ბირთვს შეადგენენ სხვადასხვა მესაქონლე და მიწათმოქმედი ბალტიელი ტომები. ლიეტუვის რესპუბლიკის ოფიციალური ენაა ლიეტუვური ენა, რომელიც განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ბალტიკურ ჯგუფს.
ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი ლიეტუვის ტერიტორიაზე განეკუთვნება ქვის ხანას (ძვ. წ. X-II ათასწლეულები). მოსახლეობა ამ დროს გვაროვნულ თემებად ცხოვრობდა, მომთაბარეობდა, მისდევდა ნადირობას, თევზჭერას, იყენებდა ქვის, ძვლისა და რქის იარაღს. ძვ. წ. III ათასწლეულიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე მოვიდნენ ბალტიელთა ტომების წინაპრები. ლიეტუველი ტომები გაცხოველებით ვაჭრობდნენ სლავებთან. 1230 წელს ლიეტუვის მიწები გააერთიანა მინდაუგასმა, რომელიც იყო ლიტვის დიდი სამთავროს მეფე. XIV საუკუნეში ლიტვის დიდი სამთავრო იყო ევროპის უდიდესი ქვეყანა, რომელიც მოიცავდა ძირითადად ლიეტუვისა და ბელორუსის და ნაწილობრივ უკრაინის, რუსეთის, ლატვიის, პოლონეთისა და ესტონეთის ტერიტორიებს.
1569 წელს ლუბლინის უნიის შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა პოლონეთისა და ლიტვის დიდი სამთავროს ერთ სახელმწიფოდ — რეჩ პოსპოლიტად გაერთიანება. ჩრდილეოთის ომის დროს რეჩ პოსპოლიტა რუსეთის მოკავშირე იყო. XVIII საუკუნეში რეჩ პოსპოლიტის სახელმწიფოს პოლიტიკური დაცემის პროცესში, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობა თანდათან გაქრა და შესაბამასად დანაწილდა კიდეც. ლიეტუვის დიდი ნაწილი რუსეთს შეუერთდა და მის შემადგენლობაში იყო პირველ მსოფლიო ომამდე. ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა 1918 წლის 16 თებერვალს.
1940 წლის 21 ივლისს შეიქმნა ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, 1940 წლის 3 აგვისტოდან შედიოდა სსრკ-ის შემადგენლობაში. ფაშისტური გერმანიის აგრესია ლიეტუვას შეეხო 1939 წლის მარტში — გერმანელმა ფაშისტებმა დაიკავეს კლაიპედა. 1944 წელს ლიეტუვა განთავისუფლდა ფაშისტური გერმანიისგან.
1990 წლის 11 მარტს საბჭოთა კავშირის დაშლამდე 1 წლით ადრე, ლიეტუვა გახდა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც გამოთქვა დამოუკიდებლობის სურვილი. 2007-2008 წლებში მომხდარ ფინანსურ კრიზისამდე ლიეტუვა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად სწრაფმზარდი ქვეყანა იყო. ლიეტუვა არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (2004 წლის 29 მარტიდან), ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და აგრეთვე შენგენის ხელშეკრულების სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.