მოსკოვის ტრიუმფული კარიბჭე
From Wikipedia, the free encyclopedia
მოსკოვის ტრიუმფული კარიბჭე (რუს. Моско́вские Триумфа́льные воро́та), — ნეოკლასიკური ტრიუმფული თაღი სანქტ-პეტერბურგში (რუსეთი), მოსკოვის კარიბჭის მოედანზე. მონუმენტი, ძირითადად თუჯით ნაგები, 1834-38 წლებში აღმართეს 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად.
სწრაფი ფაქტები მოსკოვის ტრიუმფული კარიბჭე რუს. Московские триумфальные ворота, მდებარეობა ...
მოსკოვის ტრიუმფული კარიბჭე რუს. Московские триумфальные ворота | |
---|---|
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, (რუსეთი) |
სტილი | ამპირი |
მასალა | თუჯი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 781710804010006 |
დახურვა
თავდაპირველად ტრიუფალური კარიბჭის აღმართვას შემოვლით არხზე აპირებდნენ, მაგრამ ქალაქის სამხრეთისკენ განაშენიანების გამო, კარიბჭის ადგილად მოსკოვის გზატკეცილი (ამჟამად მოსკოვის გამზირი) და ლიგორსკის არხი აირჩიეს. ამასთან, მოსკოვის გზატკეცილის გარდიგარდმო დაცვის პოსტიც აღმართეს. ამგვარად, მონუმენტი არა მხოლოდ ტრიუმფული კონსტრუქია, არამედ იმპერიული დედაქალაქის ჭიშკარიც იყო.