მსოფლიო ოკეანის მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო ოკეანის მუზეუმი (რუს. Музей Мирового океана) — მარინისტული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს კალინინგრადში, ეძღვნება ნაოსნობას, ზღვის ფლორასა და ფაუნას, მსოფლიო ოკეანის გეოლოგიასა და ჰიდროლოგიას. აქვეა მარინისტული ბიბლიოთეკა და მოქმედი ეკოლოგიური სადგური.
სწრაფი ფაქტები მსოფლიო ოკეანის მუზეუმი, დაარსდა ...
მსოფლიო ოკეანის მუზეუმი | |
---|---|
54°42′36″ ჩ. გ. 20°30′00″ ა. გ. | |
დაარსდა | 1990 |
ქვეყანა | რუსეთი |
დამაარსებლები | სვეტლანა სივკოვა |
მდებარეობა | კალინინგრადი |
ვიზიტორები | 350 000[1] |
დირექტორი | სვეტლანა სივკოვა |
ოფიციალური საიტი | [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი] |
დახურვა
ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ საზღვაო გემები „Витязь“ და „Космонавт Виктор Пацаев“, წყალქვეშა ნავი Б-413, ასევე ზვიგენის ჩონჩხი. შესაძლებელია უძველესი ზარბაზნებისა და ღუზების ნახვა. მუზეუმის ფილიალია ყინულმჭრელი „Красин“, რომელიც მუდმივად დგას სანქტ-პეტერბურგში.
მუზეუმში იმართება კონგრესები, მოქმედებს თემატური კლუბები. ასევე მიმდინარეობს სამეცნიერო სამუშაოები.