ნაპოლეონის ომები
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაპოლეონის ომები — ამ სახელით ცნობილია, ომები, რომელიც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარეობდა ნაპოლეონ I-ს მეთაურობით, როდესაც ის იყო პირველი კონსული და იმპერატორი (1800 - 1815). უფრო ფართო აზრით აქ იგულისხმება ნაპოლეონის იტალიური კამპანიაც (1796 - 1797) და ეგვიპტური ექსპედიციაც (1798 - 1799), თუმცა ჩვეულებრივ(განსაკუთრებით იტალიურ კამპანიას) ამ ომებს მიაწერენ ე.წ. რევოლუციურ ომებს.
ნაპოლეონის ომები | |||
---|---|---|---|
ზედა: აუსტერლიცის ბრძოლა ქვედა: ვატერლოოს ბრძოლა | |||
თარიღი | 1803 - 1815 | ||
მდებარეობა | ევროპა, ატლანტის ოკეანე, რიო-დე-ლა-პლატა, ინდოეთის ოკეანე | ||
შედეგი | ანტი ნაპოლეონური კოალიციის გამარჯვება, ვენის კონგრესი | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ნაპოლეონის ომები ვიკისაწყობში |
18 ბრიუმერის გადატრიალებამ (9 ნოემბერი 1799 წ.) საფრანგეთის მართვის ძალაუფლება გადასცა ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა ძალაუფლების დიდი სიყვარულით, ამბიციებით, სარდლობის დიდი ნიჭითა და ომის სიყვარულით. ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ძველი ევროპა იმყოფებოდა სრულ დეზორგანიზაციაში: მთავრობები სრულიად უმოქმედონი იყვნენ ერთობლივი მოქმედებებისათვის და მზად იყვნენ საკუთარი თავის სასარგებლოდ წასულიყვნენ ნებისმიერ ქმედებაზე. ყველგან მოქმედებდა ძველი წესები, ადმინისტრაციაშიც, ფინანსებშიც და ჯარშიც - წესები, რომელთა არაეფექტურობამ თავი იჩინა საფრანგეთთან პირველივე სერიოზული შეტაკების დროს.
ყველაფერმა ამან ნაპოლეონი გახადა ევროპული მატერიკის მონარქი. მის თვალწინ წარმოისახებოდა „მსოფლიო მანარქიის“ იდეა, რომელსაც საფრანგეთი მართავდა. ჯერ კიდევ 18 ბრიუმერამდე იტალიური არმიის მთავარსარდალმა, ნაპოლეონმა დაიწყო ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლა, ხოლო მისი ეგვიპტეში და სირიაში ექსპედიციის დროს ის აწყობდა გეგმებს აღმოსავლეთის შესახებ. პირველ კონსულად დანიშვნის შემდეგ, ის ოცნებობდა რუსეთის იმპერატორთან ერთად ინგლისელების ინდოეთიდან გამოდევნაზე.