ნახიჩევანი
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. / From Wikipedia, the free encyclopedia
ნახიჩევანი (აზერ. Naxçıvan) — ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. მდებარეობს 450 კმ დასავლეთით ბაქოდან. ნახიჩევანის მუნიციპალიტეტი შედგება ქალაქ ნახიჩევანისგან და სოფლებისგან: ალიაბადი, ბაშბაში, ბულქანი, ჰაჯინიიათი, ყარაჩუხი, ყარახანბაილი, თუმბული, ყარაღალიხი და დაშდუზი.[4] იგი მდებარეობს ზანგეზურის ქედის მთისწინეთში, მდინარე ნახიჩევანჩაის მარჯვენა ნაპირზე, თითქმის 1 000 მ სიმაღლეზე.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ნახიჩევანი აზერ. Naxçıvan სომხ. Նախիջևան | |||
| |||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | ||
ავტონომიური რესპუბლიკა | ნახიჩევანინახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა | ნახიჩევანი | ||
ეკონომიკური რეგიონი | ნახიჩევანის რეგიონი | ||
კოორდინატები | 39°12′32″ ჩ. გ. 45°24′44″ ა. გ. | ||
დაარსდა | ძვ. წ. 1500 | ||
პირველი ხსენება | მე-2 საუკუნე | ||
ფართობი | 15 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 873 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა | ||
მოსახლეობა | 95 100 (2016)[1] [2] [3] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 და UTC+05:00 | ||
საფოსტო ინდექსი | AZ 7000 | ||
საავტომობილო კოდი | 70, 85 და 75 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.nakhchivan.az/ | ||
დახურვა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2009 წლის 9 ივნისის განკარგულებით, ბაბექის რაიონის სოფლები ბულქანი, ყარაჩუხი, ყარახანბაილი, თუმბული და ჰაჯინიიათი შევიდა ქალაქ ნახიჩევანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შემადგენლობაში.[5]
ნახიჩევანის დაძმობილებული ქალაქი ბათუმია.