From Wikipedia, the free encyclopedia
პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს პარაგვაის საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს პარაგვაის ფეხბურთის ასოციაცია. ნაკრებმა 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. საუკეთესო შედეგი 2010 წელს აჩვენა, როდესაც ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. კოპა ამერიკის რეგულარული მონაწილე, პარაგვაი, ორჯერ (1953 და 1979 წლებში) გახდა ტურნირის ჩემპიონი. პარაგვაის ყველაზე მაღალი ფიფას მსოფლიო რეიტინგი იყო მე-8 ადგილი (2001 წლის მარტი), ხოლო ყველაზე დაბალი — 103-ე ადგილი (1995 წლის მაისი).
მეტსახელ(ებ)ი |
Los Guaraníes (გუარანი) La Albirroja (თეთრ-წითლები) | ||
---|---|---|---|
ასოციაცია | პარაგვაის ფეხბურთის ასოციაცია[1] | ||
კონფედერაცია | კონმებოლი | ||
მთავარი მწვრთვნელი | დანიელ გარნერო | ||
ყველაზე მეტი კეპი | პაულო და სილვა (148) | ||
ბომბარდირი | როკე სანტა კრუსი (32) | ||
სტადიონი | დეფენსორეს დელ ჩაკო | ||
ფიფა-ს კოდი | PAR | ||
ფიფა-ს რეიტინგი | 52 (21 სექტემბერი 2023)[2] | ||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 8 (მარტი 2001) | ||
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 103 (მაისი 1995) | ||
ელო-ს რეიტინგი | 44 (18 ოქტომბერი 2023)[3] | ||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 4 (21 თებერვალი 1954) | ||
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი | 43 (12 აგვისტო 1962, 5 მარტი 2014, 31 მარტი 2015) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
პარაგვაი 1–5 არგენტინა (ასუნსიონი, პარაგვაი; 11 მაისი, 1919) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
პარაგვაი 7–0 ბოლივია (რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია; 30 აპრილი, 1949) ჰონგ-კონგი 0–7 პარაგვაი (ჰონგ-კონგი; 17 ნოემბერი, 2010) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
არგენტინა 8–0 პარაგვაი (სანტიაგო, ჩილე; 20 ოქტომბერი, 1926) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 8 (პირველად 1930) | ||
საუკეთესო შედეგი | მეოთხედფინალი, 2010 | ||
კოპა ამერიკა | |||
გამოსვლა | 33 (პირველად 1921) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული (2) 1953, 1979 |
ეროვნული ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული არგენტინელი ხერარდო მარტინოს მწვრთნელობის პერიოდი იყო, რომელიც 2007 წელს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებით დაჯილდოვდა და რომელმაც ისტორიაში პირველად პარაგვაის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიყვანა (2010), ხოლო მომდევნო წელს კოპა ამერიკის ფინალში (2011), სადაც პარაგვაიმ მეორე ადგილი დაიკავა.
ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვს პაულო და სილვას (148), ხოლო როკე სანტა კრუსი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 32 გოლით. დენის კანისა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 1996 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა, ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც პარაგვაის ნაკრების შემადგენლობაში ზედიზედ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა (1998, 2002, 2006, 2010).
ტრადიციულად, სუსტი ეკონომიკური განვითარების მიუხედავად, სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით — როგორიცაა ჩილე, პერუ ან კოლუმბია, პარაგვაის ფეხბურთი სამხრეთ ამერიკაში მეოთხე ადგილზეა ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის შემდეგ. ამას მოწმობს ეროვნული ნაკრების შედეგები — პარაგვაიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა, ორჯერ — სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა, ათენში კი 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალამდე მიაღწია.
პარაგვაიმ მსოფლიო ფეხბურთს ისეთი ცნობილი მოთამაშეები შემატა, როგორებიც იყვნენ — არსენიო ერიკო, ხულიო სეზარ რომერო, ხოსე ლუის ჩილავერტი, კარლოს გამარა, ხოსე სატურნინო კარდოსო, ფრანსისკო არსე, ხულიო სესარ კასერესი, სალვადორ კაბანასი და სხვები.
რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების საკლუბო დონეს, ამ მხრივ გამორჩეულ შედეგებს ასუნსიონის „ოლიმპიამ“ მიაღწია, რომელმაც სამჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი და წლების განმავლობაში ამარაგებდა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს მაღალი კლასის მოთამაშეებით. „ოლიმპიას“ გარდა, მნიშვნელოვანი წვლილი პარაგვაის ეროვნული ნაკრების, ისევე როგორც მთელი პარაგვაის ფეხბურთის ისტორიაში შეიტანეს ისეთმა კლუბებმა, როგორებიც არიან — „სერო პორტენო“, „ლიბერტადი“, „გუარანი“, „ნასიონალი“ და „სპორტივო ლუკენიო“. ქვეყნის წამყვანი კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონს ან მის გარეუბნებს.
№ | ფეხბურთელი | პერიოდი | მატჩი | გოლი | წყარო |
---|---|---|---|---|---|
1 | პაულო და სილვა | 148 | 3 | 2000–2017 | [4] |
2 | ხუსტო ვილიარი | 120 | 0 | 1999–2018 | [5] |
3 | როკე სანტა კრუსი | 112 | 32 | 1999–2016 | [6] |
4 | კარლოს გამარა | 110 | 12 | 1993–2006 | [7] |
5 | კრისტიან რივეროსი | 101 | 16 | 2005–2018 | [8] |
6 | რობერტო აკუნია | 100 | 5 | 1993–2011 | [9] |
დენის კანისა | 100 | 1 | 1996–2010 | [10] | |
8 | სელსო აიალა | 85 | 6 | 1993–2003 | [11] |
9 | ხოსე კარდოსო | 82 | 25 | 1991–2006 | [12] |
10 | კარლოს ბონეტი | 80 | 1 | 2002–2013 | [13] |
№ | ფეხბურთელი | გოლი | მატჩი | საშ. | პერიოდი |
---|---|---|---|---|---|
1 | როკე სანტა კრუსი | 32 | 112 | 0.29 | 1999–2016 |
2 | ხოსე კარდოსო | 25 | 82 | 0.3 | 1991–2006 |
3 | კრისტიან რივეროსი | 16 | 101 | 0.16 | 2005–2018 |
4 | სატურნინო არუა | 13 | 26 | 0.5 | 1969–1980 |
ხულიო სესარ რომერო | 13 | 32 | 0.41 | 1979–1986 | |
ნელსონ ვალდესი | 13 | 77 | 0.17 | 2004–2017 | |
7 | ოსკარ კარდოსო | 12 | 56 | 0.21 | 2006–2021 |
კარლოს გამარა | 12 | 110 | 0.11 | 1993–2006 | |
9 | რობერტო კაბანიასი | 11 | 28 | 0.39 | 1981–1993 |
მიგელ ანხელ ბენიტესი | 11 | 29 | 0.38 | 1996–1999 |
ქვემოთ წარმოდგენილია პარაგვაის ეროვნული ნაკრების ყველა დროის სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით. სტატისტიკა შედგენილია მსოფლიო ჩემპიონატების, საკვალიფიკაციო თამაშების, კოპა ამერიკისა თუ სხვა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირისა და მატჩებისგან.
დადებითი სტატისტიკა ნეიტრალური სტატისტიკა უარყოფითი სტატისტიკა
მოწინააღმდეგე |
თ |
მ |
ფ |
წ |
გბ |
მბ |
ბს |
მ % |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
არგენტინა | 106 | 16 | 35 | 55 | 111 | 217 | -106 | 15% |
სომხეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 3 | 2 | +1 | 50% |
ავსტრალია | 5 | 0 | 3 | 2 | 2 | 4 | -2 | 0% |
ავსტრია | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
ბაჰრეინი | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 1 | +1 | 100% |
ბელგია | 3 | 1 | 1 | 1 | 3 | 3 | 0 | 33.3% |
ბოლივია | 69 | 35 | 18 | 16 | 134 | 74 | +60 | 50.7% |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 0 | +3 | 100% |
ბრაზილია | 82 | 11 | 22 | 49 | 66 | 179 | −113 | 13.4% |
ბულგარეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | +1 | 50% |
კამერუნი | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 1 | +1 | 100% |
კანადა | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
ჩილე | 66 | 29 | 7 | 30 | 93 | 93 | 0 | 43.9% |
ჩინეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 4 | 3 | +1 | 33.3% |
კოლუმბია | 49 | 18 | 9 | 22 | 52 | 59 | -7 | 36.7% |
კოსტა-რიკა | 9 | 3 | 3 | 3 | 6 | 5 | +1 | 33.3% |
ჩეხეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | -1 | 0% |
დანია | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 0% |
ეკვადორი | 40 | 22 | 6 | 12 | 72 | 52 | +20 | 55% |
სალვადორი | 6 | 6 | 0 | 0 | 11 | 1 | +10 | 100% |
ინგლისი | 3 | 0 | 0 | 3 | 0 | 8 | -8 | 0% |
საფრანგეთი | 5 | 0 | 2 | 3 | 4 | 14 | -10 | 0% |
საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
გერმანია | 2 | 0 | 1 | 1 | 3 | 4 | -1 | 0% |
საბერძნეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
გვადელუპა | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
გვატემალა | 11 | 9 | 2 | 0 | 25 | 10 | +15 | 81.8% |
ჰონდურასი | 7 | 2 | 4 | 1 | 9 | 6 | +3 | 37.5% |
ჰონგ-კონგი | 2 | 1 | 1 | 0 | 8 | 1 | +7 | 50% |
უნგრეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 0% |
ინდონეზია | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 2 | +1 | 100% |
ირანი | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 0% |
ერაყი | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
იტალია | 3 | 0 | 1 | 2 | 2 | 6 | -4 | 0% |
კოტ-დ’ივუარი | 2 | 0 | 2 | 0 | 3 | 3 | 0 | 0% |
იამაიკა | 6 | 4 | 0 | 2 | 11 | 7 | +4 | 66.6% |
იაპონია | 11 | 2 | 4 | 5 | 10 | 15 | -5 | 18.1% |
იორდანია | 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 2 | +2 | 100% |
მარტინიკა | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
მექსიკა | 21 | 5 | 5 | 11 | 17 | 37 | -20 | 23.8% |
მაროკო | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
ნიდერლანდები | 2 | 0 | 1 | 1 | 1 | 3 | -2 | 0% |
ახალი ზელანდია | 3 | 2 | 1 | 0 | 5 | 2 | +3 | 66.6% |
ნიკარაგუა | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
ნიგერია | 2 | 1 | 1 | 0 | 4 | 2 | +2 | 50% |
ჩრდილოეთი კორეა | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
ჩრდ. მაკედონია | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
ნორვეგია | 1 | 0 | 1 | 0 | 2 | 2 | 0 | 0% |
ომანი | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
პანამა | 5 | 4 | 1 | 0 | 9 | 1 | +8 | 80% |
პერუ | 57 | 24 | 14 | 19 | 78 | 67 | +11 | 42.1% |
პოლონეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 0 | +4 | 100% |
პორტუგალია | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
კატარი | 4 | 1 | 2 | 1 | 6 | 5 | +1 | 25% |
ირლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 4 | −3 | 0% |
რუმინეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 3 | +1 | 50% |
საუდის არაბეთი | 3 | 0 | 3 | 0 | 1 | 1 | 0 | 0% |
შოტლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 2 | +1 | 100% |
სერბეთი[georgian 1] | 4 | 1 | 1 | 2 | 6 | 6 | 0 | 25% |
სლოვაკეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 3 | 1 | +2 | 50% |
სლოვენია | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 1 | +2 | 100% |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | 5 | 1 | 3 | 1 | 6 | 7 | −1 | 20% |
სამხრეთი კორეა | 7 | 2 | 3 | 2 | 8 | 7 | +1 | 28.5% |
ესპანეთი | 4 | 0 | 2 | 2 | 1 | 4 | −3 | 0% |
შვედეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 4 | 4 | 0 | 33.3% |
ტოგო | 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 2 | +2 | 100% |
ტრინიდადი და ტობაგო | 3 | 1 | 2 | 0 | 5 | 3 | +2 | 33.3% |
თურქეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | +1 | 50% |
აშშ | 8 | 2 | 2 | 4 | 6 | 10 | −4 | 25% |
ურუგვაი | 77 | 25 | 19 | 33 | 94 | 116 | -22 | 32.4% |
ვენესუელა | 27 | 18 | 5 | 4 | 49 | 23 | +26 | 66.6% |
უელსი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
სულ (73) | 766 | 271 | 201 | 294 | 994 | 1089 | −95 | 35.3% |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.