პოლად ბილბილოღლუ
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლად ბულბულოღლუ (აზერ. Polad Bülbüloğlu; დ. 4 თებერვალი, 1945 წელი, ბაქო, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მომღერალი, მსახიობი, პოლიტიკოსი და დიპლომატი. ბილბილოღლუ ცნობილი გახდა საბჭოთა კავშირში ჯაზ-პოპ სიმღერებით. ის ძირითადად მღერის რუსულად და აზერბაიჯანულად.
პოლად ბილბილოღლუ | |
---|---|
Polad Bülbüloğlu | |
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 4 თებერვალი, 1945 (1945-02-04) (79 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა |
წარმოშობა | აზერბაიჯანელები |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, ხალხური |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი |
აქტიური | 1968 – დღემდე |
ხელმოწერა | |
პოლად ბილბილოღლუ ვიკისაწყობში |
მისი სამი სიმღერა გახდა წლის სიმღერა და მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო საბჭოთა კავშირში. ბილბილოღლუ ტენორია. 1990-იანი წლების ბოლოს ბულბულოგლუმ დაიწყო პოლიტიკური კარიერა. ის გახდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი და ამჟამად არის აზერბაიჯანის ელჩი რუსეთში.
2017 წელს ის იყო იუნესკოს გენერალური დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი.[1] მან კანდიდატურა მოხსნა 10 ოქტომბერს მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველ ტურში მიიღო მხოლოდ 2 ხმა.