არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
რიკარდო დანიელ ბერტონი (ესპ. Ricardo Daniel Bertoni; დ. 14 მარტი, 1952, ბაია-ბლანკა, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რიკარდო დანიელ ბერტონი | ||
დაბადების თარიღი | 14 მარტი, 1955 | ||
დაბადების ადგილი | ბაია-ბლანკა, არგენტინა | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი, თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1968–1971 | კილმესი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1972 | კილმესი | 30 | (12) |
1973–1977 | ინდეპენდიენტე | 179 | (80) |
1978–1980 | სევილია | 57 | (24) |
1981–1984 | ფიორენტინა | 97 | (27) |
1984–1986 | ნაპოლი | 53 | (14) |
1986–1987 | უდინეზე | 20 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
1974–1982 | არგენტინა | 31 | (12) |
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
ბერტონიმ თავისი პირველი, 1972 წლის საფეხბურთო სეზონი არგენტინის მეორე დივიზიონის[კომ. 1] მონაწილე საფეხბურთო კლუბ „კილმეს ატლეტიკოში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონატის 30 მატჩი ითამაშა და 12 ბურთი გაიტანა.
1973–1977 წლებში იცავდა არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას, სადაც ჩემპიონატის 179 მატჩი ითამაშა და 80-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
1978–1980 წლებში ესპანეთის „სევილიაში“ აგრძელებს კარიერას. ამ გუნდის შემადგენლობაში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 24 გოლი გაიტანა.
1981 წლიდან იტალიის ჩემპიონატში გადაინაცვლა. 1981–1984 წლებში, ჯერ ფლორენციის „ფიორენტინაში“ გამოდიოდა (97 მატჩი, 27 გოლი), ხოლო მოგვიანებით იცავდა „ნაპოლის“ (1984–1986)[4] და „უდინეზეს“ (1986–1987) ღირსებას.
1974–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 31 შეხვედრა ჩაატარა,[5][6][7][8][9] რომლის მაისურით პირველად 1974 წლის 7 ნოემბერს, ჩილეს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კარლოს დიტბორნის თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი სანტიაგოში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1982 წლის 2 ივლისს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბარსელონაში გაიმართა და ბრაზილიელთა გამარჯვებით ანგარიშით — 3–1 დასრულდა. მისი მონაწილეობით გამართული 31 მატჩიდან არგენტინელებმა 19 შეხვედრა მოიგეს, 8 დათმეს და 4 ფრედ დაამთავრეს.
კლუბი | დივიზიონი | სეზონი | ლიგა | თასი (1) | საერთ(4) | ჯამში(5) | გპმ(6) | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||||||||
კილმესი | |||||||||||||||
2.ª | 1971–1972 | 30 | 12 | - | - | - | - | 30 | 12 | 0.40 | |||||
ჯამში | 30 | 12 | 0 | 0 | 0 | 0 | 30 | 12 | 0.40 | ||||||
ინდეპენდიენტე | |||||||||||||||
1.ª | M-1973 | 21 | 4 | - | - | 4 | 0 | 25 | 4 | 0.16 | |||||
N-1973 | 14 | 4 | - | - | 1 | 0 | 15 | 4 | 0.26 | ||||||
M-1974 | 13 | 6 | - | - | - | - | 13 | 6 | 0.46 | ||||||
N-1974 | 22 | 11 | - | - | 11 | 5 | 33 | 16 | 0.48 | ||||||
M-1975 | 19 | 6 | - | - | 7 | 3 | 26 | 9 | 0.34 | ||||||
N-1975 | 14 | 6 | - | - | - | - | 14 | 6 | 0.42 | ||||||
M-1976 | 26 | 13 | - | - | 5 | 0 | 31 | 13 | 0.41 | ||||||
N-1976 | 16 | 8 | - | - | 2 | 1 | 18 | 9 | 0.50 | ||||||
M-1977 | 29 | 22 | - | - | - | - | 29 | 22 | 0.75 | ||||||
N-1977 | 5 | 0 | - | - | - | - | 5 | 0 | 0.00 | ||||||
ჯამში | 179 | 80 | 0 | 0 | 30 | 9 | 209 | 89 | 0.42 | ||||||
სევილია | |||||||||||||||
1.ª | 1978–79 | 25 | 8 | - | - | - | - | 25 | 8 | 0.32 | |||||
1979–80 | 32 | 16 | 1 | 0 | - | - | 33 | 16 | 0.48 | ||||||
ჯამში | 57 | 24 | 1 | 0 | 0 | 0 | 58 | 24 | 0.41 | ||||||
ფიორენტინა | |||||||||||||||
1.ª | 1980–81 | 25 | 4 | 6 | 1 | - | - | 31 | 5 | 0.16 | |||||
1981–82 | 30 | 9 | 6 | 1 | - | - | 36 | 10 | 0.27 | ||||||
1982–83 | 16 | 4 | 5 | 1 | 2 | 1 | 23 | 6 | 0.26 | ||||||
1983–84 | 26 | 10 | 6 | 0 | - | - | 32 | 10 | 0.31 | ||||||
ჯამში | 97 | 27 | 23 | 3 | 2 | 1 | 122 | 31 | 0.25 | ||||||
ნაპოლი | |||||||||||||||
1.ª | 1984–85 | 27 | 11 | 7 | 4 | - | - | 34 | 15 | 0.44 | |||||
1985–86 | 26 | 3 | 3 | 0 | - | - | 29 | 3 | 0.10 | ||||||
ჯამში | 53 | 14 | 10 | 4 | 0 | 0 | 63 | 18 | 0.28 | ||||||
უდინეზე | |||||||||||||||
1.ª | 1986–87 | 20 | 1 | - | - | - | - | 20 | 1 | 0.05 | |||||
ჯამში | 20 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 20 | 1 | 0.05 | ||||||
სულ ჯამში | 436 | 158 | 34 | 7 | 32 | 10 | 502 | 175 | 0.34 | ||||||
(1) ესპანეთის თასისა და იტალიის თასის მონაცემების ჩათვლით.
(2) ლიბერტადორესის თასის, საკონტინენტთაშორისო თასის, კოპა ინტერამერიკანას და უეფა-ს თასის მონაცემების ჩათვლით.
(3) არ მოიცავს ამხანაგურ მატჩებში გატანილ გოლებს. |
ბერტონიმ მსოფლიო ჩემპიონატების 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა.[48][49][50]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1978 | არგენტინა | 4 | თავდამსხმელი | 6 | 2 | 4 | 1 | 1 | |
1982 | ესპანეთი | 4 | თავდამსხმელი | 5 | 2 | 2 | 0 | 3 |
მედია · ფოტო · ვიდეო |
---|
Clarín · El Grafico · Getty Images · Alamy · Infobae.com · LastSticker.com · La Máquina del Tiempo: Daniel Bertoni · MARCA.com |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.