რიკარდო დანიელ ბერტონი
არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
რიკარდო დანიელ ბერტონი (ესპ. Ricardo Daniel Bertoni; დ. 14 მარტი, 1952, ბაია-ბლანკა, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3] 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
Remove ads
კარიერა
საკლუბო კარიერა
ბერტონიმ თავისი პირველი, 1972 წლის საფეხბურთო სეზონი არგენტინის მეორე დივიზიონის[კომ. 1] მონაწილე საფეხბურთო კლუბ „კილმეს ატლეტიკოში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონატის 30 მატჩი ითამაშა და 12 ბურთი გაიტანა.
1973–1977 წლებში იცავდა არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას, სადაც ჩემპიონატის 179 მატჩი ითამაშა და 80-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
1978–1980 წლებში ესპანეთის „სევილიაში“ აგრძელებს კარიერას. ამ გუნდის შემადგენლობაში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 24 გოლი გაიტანა.
1981 წლიდან იტალიის ჩემპიონატში გადაინაცვლა. 1981–1984 წლებში, ჯერ ფლორენციის „ფიორენტინაში“ გამოდიოდა (97 მატჩი, 27 გოლი), ხოლო მოგვიანებით იცავდა „ნაპოლის“ (1984–1986)[4] და „უდინეზეს“ (1986–1987) ღირსებას.
სანაკრებო კარიერა
1974–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 31 შეხვედრა ჩაატარა,[5][6][7][8][9] რომლის მაისურით პირველად 1974 წლის 7 ნოემბერს, ჩილეს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, კარლოს დიტბორნის თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი სანტიაგოში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1982 წლის 2 ივლისს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბარსელონაში გაიმართა და ბრაზილიელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 3–1 დასრულდა. მისი მონაწილეობით გამართული 31 მატჩიდან არგენტინელებმა 19 შეხვედრა მოიგეს, 8 დათმეს და 4 ფრედ დაამთავრეს.
სანაკრებო მატჩები
Remove ads
სტატისტიკა
საკლუბო
სანაკრებო
Remove ads
მსოფლიო ჩემპიონატებზე
ბერტონიმ მსოფლიო ჩემპიონატების 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა.[48][49][50]
გალერეა
- ბერტონი ედინიოს წინააღმდეგ. 1978.
- „ელ გრაფიკოს“ გარეკანზე. 16 მაისი, 1978. მესამე რიგში მარჯვნიდან პირველი: დანიელ ბერტონი.
- ბერტონი და ბოჩინი საკონტინენტთაშორისო თასით, 1973.
- „ელ გრაფიკოს“ გარეკანზე. 30 ნოემბერი, 1976.[კომ. 5]
- ბერტონი №7 „ინდეპენდიენტეში“. 1975.
- ბოჩინი და ბერტონი „ინდეპენდიენტეში“. 1975.
მიღწევები
საკლუბო
- არგენტინის პრიმერა დივიზიონი: 1977,[51]
- ლიბერტადორესის თასი: 1973,[52] 1974,[53] 1975[54]
- კოპა ინტერამერიკანა: 1973, 1974, 1976
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1973
სანაკრებო
ლიტერატურა
- გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010) / ჯანთიშვილი, გ., თბ.: მსოფლიო სპორტი, 2010. — გვ. 86–91, 346, 359. 496 გვ.
- ქურდობაძე, ალექსანდრე, ფეხბურთი : ენციკლოპედია, თბ.: „ჯისიაი“, 1996. — გვ. 23. 280 გვ.
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
Remove ads
ბიბლიოგრაფია
- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- კაკაბაძე, მიხეილ (1981). ოქროს ქალღმერთიდან ფიფა-ს თასამდე. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Ardiles, Ossie (2010). Ossie's Dream: My Autobiography. London: Transworld. ISBN 0552-15918-2
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- 1978 FIFA World Cup · 1982 FIFA World Cup
- Ricardo Daniel Bertoni - International Appearances by Roberto Mamrud for the RSSSF
- Argentina - World Cup by Luis Carlos Storni for the RSSSF
- Argentina National Team - Unofficial Matches - Match Details by Pablo Ciullini for the RSSSF
- Argentina National Team Players 1964-1998 by Luc Vandenberghe for the RSSSF
Remove ads
კომენტარები
- „რეალ მადრიდის“ 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი.
- „რეალ მადრიდის“ 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი.
- არგენტინისა და სსრ კავშირის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩის ეპიზოდი: ბურთით დანიელ ბერტონი.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads