სუ-27
From Wikipedia, the free encyclopedia
სუ-27 (რუს. Су-27, ნატოს კლასიფიკაციით „Flanker-B“; ქარხნული შიფრი Т-10С) — სუხოის მიერ დაპროექტებული ორძრავიანი ზემანევრული საბჭოთა/რუსული გამანადგურებელი. იგი შეიქნა როგორც აშშ-ის მეოთხე თაობის გამანადგურებლების F-14 „ტომქეთის“ და F-15 „იგლის“ საპირწონე, რომლებსაც ჰქონდათ მოქმედების სიშორე 3,530 კილომეტრი, თანამედროვე რთული ავიონიკა, მაღალი მანევრულობა და მძიმე აღჭურვა. სუ-27 უმეტესად განკუთვნილია საჰაერო ბატონობის მოსაპოვებლად, თუმცა მის თანამედროვე მოდიფიკაციებს თითქმის სრული სპექტრის საჰაერო საბრძოლო ოპერაციების შესრულება შეუძლიათ.
სუ-27 | |
---|---|
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სუ-27УБ | |
ფუნქცია | გამანადგურებელ-გადამტაცი |
შემქმნელი | სუხოი |
პირველი გაფრენა | 20 მაისი 1977 |
წარდგენა | დეკემბერი 1984 |
სტატუსი | წარმოებაში/გამოყენებაში |
მომხმარებლები | რუსეთის სსძ ჩინეთის სსძ ყაზახეთის სსძ |
წარმოების წელი | 1984 - დღემდე |
რაოდენობა | 680 |
ღირებულება | US$35 მილიონი |
ვარიანტები | სუ-30 სუ-33 სუ-34 სუ-35 სუ-37 J-11 |
სუ-27 გამოყენება დაიწყო 1985 წელს საბჭოთა საჰაერო ძალების მიერ. მისი პირველადი ამოცანები იყო შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვა ამერიკული SAC B-1B და B-52G/H მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენებისგან, საბჭოთა სანაპიროს დაცვა ავიამზიდებისგან და საბჭოთა მძიმე ბომბდამშენების ტუ-95 ტუ-22მ-ის და ტუ-160-ის შორეული ესკორტირება.
არსებობს სუ-27 მონათესავე რამდენიმე პროექტი. სუ-30 არის ორადგილიანი, ორმაგდანიშნულებიანი გამანადგურებელი ყველაამინდოვანი, ჰაერი-ჰაერი და ჰაერი-მიწა ამოცანების შესასრულებლად. სუ-33 (ნატოს კოდი: Flanker-D) არის ფლოტის საზღვაო ბაზირების თავდაცვითი გზაგადამჭრელი, გამოიყენება ავიამზიდებზე. შემდგომი ვერსიებია გამანადგურებელ-ბომბდამშენი (საფრონტო ბომბდამშენი) სუ-34 (ნატოს კოდი: Fullback) და საჰაერო თავდაცვითი გაუმჯობესებული გამანადგურებელი სუ-35 (ნატოს კოდი: Flanker-E).