From Wikipedia, the free encyclopedia
ტულა (რუს. Тула) — ქალაქი რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გმირი ქალაქი. ტულის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შუა რუსეთის მაღლობის სამხრეთით, მდინარე უპის ნაპირას. საკმაოდ გაშლილი ქალაქია, გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 30 კმ-ზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 25 კმ-ზე. პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის ნიკონოვის ქრონიკებში, 1146 წლის დათარიღებით. ქალაქში მდებარეობს 300-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ტულის კრემლი ითვლება. დასახლების სამხრეთ-დასავლეთით, 14 კილომეტრში მდებარეობს ლევ ტოლსტოის სახლ-მუზეუმი იასნაია-პოლიანა. რეგიონის ეკონომიკური, სამრეწველო, სასწავლო და კულტურული ცენტრი, სარკინიგზო საკვანძო დასახლება. 2014 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 490 508 ადამიანს შეადგენდა, საქალაქო აგლომერაციის მცხოვრებთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 1 მილიონია. ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტულა რუს. Тула | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | ტულის ოლქი | ||||
საქალაქო ოკრუგი | ტულა | ||||
შიდა დაყოფა | Q4504360?, Q4380526?, Q4187204?, Q4377880? და Q4426472? | ||||
კოორდინატები | 54°12′00″ ჩ. გ. 37°37′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Olga Slyusareva[1] | ||||
პირველი ხსენება | 1146 | ||||
ფართობი | 145,8 კმ²[2] ან 153,52[3] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 170 მ | ||||
მოსახლეობა | 490 508 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 3 387 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | დაახ. 1 მლნ | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 4872 | ||||
საფოსტო ინდექსი | 300000 – 300999 | ||||
საავტომობილო კოდი | 71 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.tula.ru/ | ||||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.