უგანდა
From Wikipedia, the free encyclopedia
უგანდა (ოფიციალურად უგანდის რესპუბლიკა, ინგლ. Republic of Uganda, სუაჰ. Jamhuri ya Uganda) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება კენია, ჩრდილოეთით სამხრეთი სუდანი, დასავლეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით რუანდა და სამხრეთით ტანზანია. ქვეყნის სამხრეთ საზღვარში მოქცეულია ტბა ვიქტორიას მნიშვნელოვანი ნაწილი.
სწრაფი ფაქტები უგანდის რესპუბლიკასუაჰ. Jamhuri ya Ugandaინგლ. Republic of Ugandaუგანდა, ოფიციალური ენა ...
უგანდის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Oh Uganda, Land of Beauty |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კამპალა 0°19′ ჩ. გ. 32°35′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | სუაჰილი, ინგლისური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | იოვერი მუსევენი | ||||
- | პრ.-მინისტრი | რუჰაკანა რუგუნდა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 236 040 კმ2 (81-ე) | ||||
- | წყალი (%) | 15,39 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 32 369 558 (37-ე) | ||||
- | 2014 აღწერა | 34 856 813[1][2][3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 147,67 კაცი/კმ2 (80-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $52,93 მილიარდი (83-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $900 (186-ე) | ||||
აგი (2007) | 0.505 (საშუალო) (154-ე) | |||||
ვალუტა | უგანდის შილინგი (UGX ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | UGA | |||||
Internet TLD | .ug | |||||
სატელეფონო კოდი | 256 |
დახურვა
ქვეყნის სახელი მომდინარეობს ბუგანდას სამეფოდან, რომელიც მდებარეობდა მისი დღევანდელი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში და მოიცავდა დედაქალაქ კამპალასაც. მოსახლეობის 76 % ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.