კენია
From Wikipedia, the free encyclopedia
კენია (სუაჰ. Kenya, ინგლ. Kenya), ოფიციალური სახელი — კენიის რესპუბლიკა (სუაჰ. Jamhuri ya Kenya, ინგლ. Republic of Kenya) — სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, კვეთს ეკვატორი. დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 1963 წლის 12 დეკემბერს. შედის ერთა თანამეგობრობის შემადგენლობაში. დღეისათვის ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებადია აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებს შორის. დედაქალაქია ნაირობი. უკანასკნელ წლებში, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 38 610 097 ადამიანს[2][3][4][5][6]. ქვეყნის ფართობია — 581 309 კმ². კენია ფლობს ველური ბუნების უზარმაზარ რეზერვებს. აქ გავრცელებულია ცხოველთა ათასობით სახეობა.
კენიის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Harambee (ვიმუშაოთ ერთად) | ||||||
ჰიმნი: Ee Mungu Nguyu Yetu |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ნაირობი 1°16′ ს. გ. 36°48′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური, სუაჰილი | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | უჰურუ კენიატა | ||||
- | პრ.-მინისტრი | თანამდებობა გაუქმდა 2013 წლის 9 აპრილს | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 581 309 კმ2 (47-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2,3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2015 ივლისის შეფასებით | 45 925 301 ად.[1] (32-ე) | ||||
- | 2009 აღწერა | 38 610 097 ად. | ||||
- | სიმჭიდროვე | 66,42 კაცი/კმ2 (140-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $48.33 მილიარდი (79-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1445 (156-ე) | ||||
აგი (2007) | 0.521 (საშუალო) (148-ე) | |||||
ვალუტა | კენიური შილინგი (KES ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | KEN | |||||
Internet TLD | .ke | |||||
სატელეფონო კოდი | 254 |
ქვეყანას სახელი ეწოდა მწვერვალ კენიისგან, რომელიც სიმაღლით მეორეა აფრიკის მწვერვალებს შორის. 1920 წლამდე, ის ტერიტორია, რასაც დღეს ჩვენ კენიას ვუწოდებთ, ცნობილი იყო, როგორც ბრიტანეთის აღმოსავლეთ აფრიკის პროტექტორატი.