ქართულ-სელჩუკური ომები
From Wikipedia, the free encyclopedia
ქართულ-სელჩუკური ომები — დაპირისპირება საქართველოს სამეფოსა და სელჩუკთა სახელმწიფოს შორის, რომელიც დაახლოებით 130 წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
სწრაფი ფაქტები ქართულ-სელჩუკური ომები, თარიღი ...
ქართულ-სელჩუკური ომები | |||
---|---|---|---|
დავით აღმაშენებელი (იისფერ სამოსში) ბენუა დე სენტ-მორის პოემაში „რომანი ტროაზე“, დაახლ. 1155–1160 წწ. | |||
თარიღი | 1070-იანები — 1203 | ||
მდებარეობა | საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი | ||
შედეგი | საქართველოს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
დახურვა
XI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიის და მცირე აზიისა ტერიტორიებზე დომინანტურ სახლემწიფოდ იქცა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო, რომელმაც მოახერხა ვრცელი ტერიტორიების დაპყრობა, 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ბიზანტიის იმპერია და იქცა ერთადერთ ძლიერ სახელმწიფოდ რეგიონში.