![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f9/Chelyabinsk_meteor_trace_15-02-2013.jpg/640px-Chelyabinsk_meteor_trace_15-02-2013.jpg&w=640&q=50)
ჩელიაბინსკის მეტეორიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩელიაბინსკის მეტეორიტი ან ასტეროიდი (ჩელიაბინსკის რაიონში მომხდარი მეტეორული სხეულის აფეთქება) — მოვლენა, რომელიც მოხდა 2013 წლის 15 თებერვალს დილით, — ადგილობრივი დროით 9:25 საათზე (მეტწილად რუსეთის ტერიტორიაზე, UTC+6). თან ახლდა ბოლიდი.[2][3][4][5] მეტეორიტმა გადაუფრინა ურალის ეკონომიკური რაიონის სამხრეთ ნაწილს და აფეთქდა ქალაქ ჩელიაბინსკის სიახლოვეს, რასაც დიდი ნათება მოჰყვა. მოძრაობდა ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შეფასებით მეტეორიტის მასა 10 მეტრულ ტონას შეადგენდა და დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა როგორც მინიმუმ 54,000 კმ/სთ სიჩქარით.[6][7] აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს — NASA-ს განცხადებით, მეტეორიტის ზომა 17 მეტრს უდრიდა, ხოლო გამოთავისუფლებულმა ენერგიის საერთო რაოდენობამ დაახლოებით 500 ტროტილური ეკვივალენტი შეადგინა, რაც 30-ჯერ აღემატება ჰიროსიმაში ჩამოვარდნილი ატომური ბომბის — ბიჭუნას სიმძლავრეს.
ჩელიაბინსკის მეტეორიტი | |
---|---|
![]() | |
ჩელიაბინსკის მეტეორიტის შედეგად დარჩენილი კვალი | |
ადგილმდებარეობა | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
მდებარეობა | რუსეთი: ჩელიაბინსკის ოლქი კურგანის ოლქი ორენბურგის ოლქი სვერდლოვსკის ოლქი ტიუმენის ოლქი, ბაშკირეთი; ყაზახეთი: აქტიუბინსკის ოლქი კოსტანაის ოლქი |
კოორდინატები | 55°05′ ჩ. გ. 59°08′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
თარიღი | 15 თებერვალი, 2013 (2013-02-15) |
დრო | 09:20:26 (UTC+06:00) |
აგრეთვე ცნობილია როგორც | ჩებარკულის მეტეორიტი |
მიზეზი | მეტეორიტი |
დაზარალებულები | 1491 კაცი[1] |
მატერიალური ზარალი | დაახლოებით მილიარდი რუბლი; დაინგრა ქარხნის სახურავი, ჩაიმსხვრა შუშები |
ობიექტი ჰაერში აფეთქდა, დედამიწის ზედაპირიდან 15-25 კილომეტრში.[8] არსებული ცნობებით, წარმოქმნილი დარტყმითი ტალღის გამო დაშავდა დაახლოებით 1500 ადამიანი,[1] აგრეთვე ქალაქის შენობებში მინებიც ჩაიმტვრა. მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოფიციალური ვერსიის თანახმად, რუსეთის ამ რაიონში მეტეორიტების წვიმა დაფიქსირდა. სხვადასხვა ცნობებით, ჰოსპიტალში გადაყვანილია 40-იდან 112-მდე ადამიანი. დაშავდა ორი ადამიანი, რომელიც რეანიმაციაში მოათავსეს. წინასწარი შეფასებით, მატერიალურმა ზარალმა მილიარდ რუბლს გადააჭარბა.[9] შედეგად გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია. ინტერნეტის მომხმარებლების თანახმად ერთ-ერთი ჩამოვარდნილი მეტეორი ჩელიაბინსკის თუთიის ქარხანას დაეცა.[10] შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ყველაზე მეტი ადამიანი მინის ნამსხვრევებით დაშავდა.[11]
სამეფო ასტრონომიული საზოგადოების კლასიფიკაციით ციური სხეული წარმოადგენდა ასტეროიდს. რამდენიმე დღით ადრე 11 თებერვალს ურალში, კერძოდ ბაშკირეთის ტერიტორიაზე აგრეთვე დაფიქსირდა მსხვილი ბოლიდი.[12] აფეთქებისა და შემდგომი ვითარების შედეგად 6 ქალაქში 3000-მდე შენობა დაზიანდა, მეტეორიტმა შექმნა თვალისმომჭრელი კაშკაშა სინათლე; გაიფრინა რუსეთის ჩელიაბინსკის, კურგანის, ორენბურგის, სვერდლოვსკის, ტიუმენის ოლქებში და ყაზახეთის აქტიუბინსკისა და კოსტანაის ოლქებში.
ჩელიაბინსკის, სვერდლოვსკის, ტიუმენისა და ორენბურგის ოლქებში და აგრეთვე ბაშკირეთსა და ყაზახეთში ხალხმა ცაში შენიშნა უკიდურესად კაშკაშა და ცეცხლმოკიდებული ობიექტი. სამოყვარულო ვიდეოებში კარგად გამოჩნდა ბოლიდი, რომელსაც თანს სდევს ბგერით გუგუნი. დრო და დრო ობიექტი მზის სინათლეზე უფრო კაშკაშა აღმოჩნდა და მოგვიანებით NASA-მ დაადასტურა, რომ ბოლიდი მზეზე უფრო კაშკაშა იყო.
ვითარების გამო მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. თვითმხილველების მიხედვით ზეცაში აფეთქება მოხდა.[13] როიტერის ცნობით, მეტეორიტის ჩამოვარდნის ტრაექტორიის ხილვა შესაძლებელი იყო ეკატერინბურგიდან, რომელიც ჩელიაბინსკიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული.[14] რაიონში მობილური სატელეფონი კავშირი დროებით გაითიშა, აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ურალში მეტეორიტის ჩამოვარდნის გამო არც ერთი ჰაერში მყოფი თვითმფრინავი არ დაზიანებულა.[15]
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოვლენა იმთავითვე გაშუქდა.[16] მეტეორიტის დაჯახებიდან 15 სთ შემდეგ მოვლენებთან დაკავშირებული ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა.[17] ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლოვანი ობიექტის ყველაზე დიდ მასებს ამ დრომდე ეძებენ ჩელიაბინსკის ოლქში.[18]
აგრეთვე ცნობილია, რომ ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ — NASA-მ საფეხბურთო მოედნის ნახევრის ზომის ასტეროიდი დააფიქსირა, რომელმაც დედამიწიდან 27,7 კილომეტრის დაშორებით ჩაიარა.[10]