წყალტუბო
ქალაქი საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
წყალტუბო — ქალაქი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
წყალტუბო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარეიმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°19′35″ ჩ. გ. 42°36′02″ ა. გ. |
ადრეული სახელები | წყალტბორი |
ამჟამინდელი სტატუსი | 1953 |
ცენტრის სიმაღლე | 120 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 11 281[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,8 % რუსები 0,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +995 436[2] |
საფოსტო ინდექსი | 5400[3] |
დახურვა
წყალტუბო ქალაქად გამოცხადდა 1953 წელს. ცნობილია, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი.
ქუთაისიდან დაშორებულია 7, ხოლო თბილისიდან 250 კმ-ით.[4] ქალაქს აქვს საფეხბურთო კლუბი „სამგურალი“.