წყალტუბოსწყალი
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
წყალტუბოსწყალი — მდინარე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელ მაღლაკთან მარცხენა მხრიდან ერთვის მდინარე გუბისწყალს. სათავე აქვს ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 100 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 23 კილომეტრი. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,5 მ³/წმ.[1]
სწრაფი ფაქტები წყალტუბოსწყალი, ქვეყანა ...
წყალტუბოსწყალი | |
---|---|
წყალტუბოსწყალი წყალტუბოს პარკში | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე) |
ქალაქები | წყალტუბო |
სათავე | 42°18′50″ ჩ. გ. 42°35′39″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 100 მ |
შესართავი |
გუბისწყალი 42°15′40″ ჩ. გ. 42°30′20″ ა. გ. |
სიგრძე | 23 კმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
დახურვა
მდინარეში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი: ქაშაპი, შამაია, კოლხური წვერა, კოლხური ტობი (Chondrostoma colchicum), ღორჯო (Gobius cephalarges), ფარგა (Lucioperca lucioperca) და სხვა.[2]