From Wikipedia, the free encyclopedia
ჯერდან შაჩირი (ალბ. Xherdan Shaqiri [dʒɛrˈdan ʃaˈciɾi]; დ. 10 ოქტომბერი, 1991) — ალბანური წარმოშობის შვეიცარიელი ფეხბურთელი, „ლივერპულის“ და შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1991 | ||
დაბადების ადგილი | გნილანე, კოსოვო, იუგოსლავია | ||
სიმაღლე | 169 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლივერპული | ||
ნომერი | 23 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007–2009 | ბაზელი U21 | 19 | (8) |
2009–2012 | ბაზელი | 92 | (18) |
2012–2015 | ბაიერნი | 51 | (11) |
2015 | ინტერნაციონალე | 15 | (1) |
2015–2018 | სტოკ სიტი | 78 | (14) |
2018– | ლივერპული | 33 | (7) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008 | შვეიცარია 17 წლ. | 4 | (0) |
2008 | შვეიცარია 18 წლ. | 2 | (0) |
2009–2011 | შვეიცარია 21 წლ. | 7 | (1) |
2010– | შვეიცარია | 85 | (22) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 ივლისი, 2020 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2020 |
შაჩირი დაიბადა კოსოვოელი ეთნიკური ალბანელების ოჯახში. როდესაც ის იყო პატარა, გადავიდა შვეიცარიაში, ბაზელში. „ბაზელის“ პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ, შაჩირი ცნობილი გახდა თავისი სისწრაფის გამო.[2] შაჩირი არის ცაცია. 2012 წლის 1 ივლისს შაჩირი შეუერთდა „მიუნხენის ბაიერნს“.
შაჩირის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2010 წელს. იმავე წელს, ოტმარ ჰიცფელდმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 18 წლის შაჩირი მოულოდნელად მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიძახა. შაჩირი მხოლოდ ერთ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შევიდა შეცვლაზე 78-ე წუთზე. 2014 წლის მუნდიალზე შაჩირი უკვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, ჯგუფურ ეტაპზე სამი გოლი გაიტანა და ორჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.