მდინარე სამხრეთ კორეაში From Wikipedia, the free encyclopedia
ჰანგანი (კორ. 한강 [漢江] — „Han-gang“) — ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე სამხრეთ კორეაში. იგი წარმოიქმნება მდინარე ნამჰანგანისა (სამხრეთ ჰანი) და მდინარე ბუგჰანგანის (ჩრდილოეთი ჰანი) შეერთებით, ტჰებექსანისა და კიმგანსანის მთებში. იგია მიედინება სეულში, რის შემდეგაც მასში ჩაედინება მდინარე იმჯინი.
ჰანგანი 한강 | |
---|---|
ქვეყანა | სამხრეთი კორეა, ჩრდილოეთი კორეა |
ტერიტორიული ერთეულები | კიონგიდოს პროვინცია, ინჩხონი, სეული, კესონის ინდუსტრიული რეგიონი, სამხრეთ ჰვანჰეს პროვინცია |
სიგრძე | 514 კმ |
ჰანგანი ვიკისაწყობში |
ჰანგანი ჩაედინება კანჰვამანის ყურეში, ყვითელი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდინარის ქვედა დინება წარმოადგენს საზღვარს სამხრეთ კორეასა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.
მდინარის სიგრძე - 514 კილომეტრია, სიგანე სეულის საზღვრებში ერთ კილომეტრს აღწევს. აუზის ფართობია 34,5 ათასი კმ². წყლის საშუალო მოხმარებაა 670 მ³/წმ. მინიმალური და მაქსიმალური ნაკადი განსხვავდება თანაფარდობით 1:318.
მდინარე ჰანის მთავარი დინება ჩრდილოეთ კორეაში ჰყოფს კუნძულ განჰვანდოს ქალაქ კესონისგან.
ზამთარში მდინარე ნაწილობრივ დაფარულია ყინულით. ზაფხულში ხდება „წყლის აყვავება“, ანუ მიკროსკოპული წყალმცენარეების სწრაფი გამრავლება მდინარის ზედაპირზე.
KBS World Radio-ს ცნობით, 2012 წლისთვის მდინარე ჰანგანგში, მის ნაპირებსა და კუნძულებზე, დარეგისტრირებულია 1835 სახეობის ცხოველი და მცენარე, მათ შორის 420 სახეობის მწერი, იშვიათი ცხოველები, როგორიცაა პალეარქტიკული პეპელა, მონღოლური ხვლიკი, თეთრკუდა ფსოვი.
მდინარეში ცხოვრობენ წავები.[1][2] ჰანგანზე არსებული კუნძულები გადამფრენი ფრინველების ჰაბიტატი ხდება.
2000 წლის თებერვალში აშშ-ს სამხედრო ბაზამ სეულის კანალიზაციის სისტემაში ჩაყარა ფორმალდეჰიდი, რომელიც ჩაედინება ჰანგანგში. სამხრეთ კორეის მთავრობა ცდილობდა ამერიკელი თანამშრომლის გასამართლებას, მაგრამ ამერიკელმა სამხედროებმა უარი თქვეს მის სამხრეთ კორეის მართლმსაჯულებისთვის გადაცემაზე. მოგვიანებით, სამხრეთ კორეელმა მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო, მაგრამ თავად მსჯავრდებული სასამართლო პროცესს არც ესწრებოდა. საზოგადოება გაბრაზდა იმით, რომ მთავრობამ ვერ აღასრულა კანონი საკუთარ ქვეყანაში. 2005 წელს ბრალდებული სასამართლოში წარსდგა; თუმცა, მას სასჯელი ფაქტობრივად არც მოუხდია.
2013 წელს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ჩინელი მუშის დაღუპვა გამოიწვია, რომელიც არემონტებდა ქალაქის წყლის სისტემას, სეულის მუნიციპალიტეტში, დონჯაკის რაიონში.
ისტორიულად, მდინარე ჰანის სიღრმე სამ მეტრამდე აღწევდა, მის არხში ჩნდებოდა და უჩინარდებოდა ქვიშის ნაპირები და კუნძულები. მდინარის ნაპირებზე მდებარე ქალაქები და სოფლები ხშირად განიცდიდნენ წყალდიდობას მუსონური წვიმების სეზონზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალდიდობა 1925 წელს იყო. მდინარეზე აშენდა რამდენიმე კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური, რის შედეგადაც ქვემო წელზე წყლის დონე შესამჩნევად გაიზარდა და დასტაბილურდა. მდინარეზე ასევე არის რამდენიმე წყალმიმღები და გამწმენდი სადგური; მდინარიდან წყალი შედის სეულის წყალმომარაგების სისტემაში. წყალმომარაგების მარეგულირებელი ახალი წესების მიღებისა და სეულის ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის შემდეგ, მერმა ო სე ჰუნმა მოუწოდა ქალაქის ყველა მაცხოვრებელს დაელიათ ონკანის წყალი და საკუთარი მაგალითით დაარწმუნა დედაქალაქის მრავალი მცხოვრები.
1888 წლის აგვისტოში ორთქლმავალმა დაიწყო სამგზავრო მარშრუტები, ჰანგანგის გასწვრივ.
მდინარე ჰანი სანაოსნოა, მაგრამ დღეს ნაოსნობა რთულია პოლიტიკური მიზეზების გამო: მის ქვედა წელზე გადის საზღვარი კორეის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის. თუმცა, ქალაქის შიგნით მოკლე მანძილზე ნაოსნობა მაინც პოპულარულია.
2009 წელს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლი მიონ ბაკმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, ინჩხონის მახლობლად, მდინარე ჰანისა და ყვითელი ზღვის დამაკავშირებელი არხი გაითხრებოდა. 18 კმ სიგრძის არხის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა.
მიუხედავად ხიდების სიმრავლისა, რამდენიმე ათეულ რვაადგილიან ნავებს მდინარის გასწვრივ მგზავრები გადაჰყავს, ეს მარშრუტები განსაკუთრებით პოპულარულია პიკის საათებში, როცა ქალაქში საცობებია. ასევე შესაძლებელია წყლის ტაქსის გამოძახება.
2016 წელს მდინარე ჰანზე სასეირნო ნავი ჩაიძირა, თუმცა მგზავრებმა და ეკიპაჟმა გადარჩენა შეძლეს.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.