From Wikipedia, the free encyclopedia
Electrolux (შვედ. ɛ²lɛkːtrʊˌlɵks) — ტრანსნაციონალური შვედური საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია. დაარსდა 1919 წელს სტოკჰოლმში, აქვე მდებარეობს კომპანიის შტაბ-ბინა. კომპანია Electrolux ერთ-ერთი უმსხვილესი საოჯახო ტექნიკისა და მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც გაყიდული ერთეულების მიხედვით, მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანიას წარმოადგენს Whirlpool–ის შემდეგ.[2]
ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დარგი | საყოფაცხოვრებო ტექნიკა |
დაფუძნდა | 1919 |
სათავო ოფისი | სტოკჰოლმი, შვედეთი |
პროდუქცია | მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა |
შემოსავალი | 121.093 მილიარდი SEK (2016)[1] |
მთლიანი შემოსავალი | 6.274 მილიარდი SEK (2016)[1] |
სუფთა მოგება | 4.570 მილიარდი SEK (2016)[1] |
თანამშრომელი | 55,400 (2016)[1] |
საიტი | electrolux.com |
Electrolux წარმოადგენს ორი კომპანიის გაერთიანებას — Lux AB და Svenska Elektron AB, რომელიც ცნობილი იყო მტვერსასრუტების წარმოებით.[3] Electrolux-ის წარმოშობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სწორედ მტვერსასრუტებთან, თუმცა დღეს კომპანია ასევე მსხვილ საოჯახო ტექნიკას ქმნის.
Electrolux-ის ამჟამინდელი საერთაშორისო დევიზია „Shape living for the Better“, წარსულში კი — „Thinking of you“ იყო.[4] კომპანიამ, 1960-იან წლებში, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მტვერსასრუტების გაყიდვებში წარმატება მოიპოვა დევიზით „Nothing sucks like an Electrolux“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.