From Wikipedia, the free encyclopedia
Haus of Gaga — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას პირადი შემოქმედებითი ჯგუფი და მისი არაორდინალური და გამორჩეული კოსტიუმების ავტორი. Haus of Gaga ქმნის მომღერლის ტანსაცმელს, მაკიაჟს, აქსესუარებს, ნივთებს, თმის სტილს და გაგას პერფომანსების ვიზუალურ გაფორმებას როგორიცაა ვიდეო უკანაფონზე, ფორტეპიანოს გაფორმება ან თუნდაც "Disco Stick" (გრძელი ჯოხი რომლის თავშიც არის აკრილის გუმბათი და ანათებს) და "iPod LCD Glasses" (პატარა ორი მონიტორი რომელიც დამაგრებულია სათვალეზე მინების მაგივრად). ძირითადან ამ ჯგუფის მიერ შექმნილი აქსესუარები გამოიყენება გაგას საკონცერტო გამოსვლებში და მუსიკალურ ვიდეოებში.
Haus of Gaga არის ლედი გაგას ყველა არაორდინალური კოსტიუმის ავოტი. მათ პირველად შექმნეს გაგასთვის კოსტიუმი თავის პირველ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე "Just Dance" და "Poker Face" რომელიც შესულია მომღერლის სადებიუტო ალბომში The Fame. მას შემდეგ კომპანია ზრუნავს გაგას და მისი მოცეკვავეების ჩაცმულობაზე.[7]
New Kids on the Block: Live
A^ ორიგამი - არის ტრადიციული, იაპონური ხელოვნება, ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების, ან სხვა საგნების გაკეთების..
2009 წლის 23 თებერვალს, Haus of Gaga-მ გამოუშვა პროგრამა iPhone და iPod Touch-ისთვის.[9] ეს იყო უფასო პროგრამა რომლის გადმოწერა ნებისმიერ შეეძლო. აპლიკაციაში შესაძლებელი იყო გაგას ვებეპიზოდების ყურება რომელსაც შემდგომ ეწოდა "Transmission Gagavision" რომელშიც გაგა განიხლილავდა თავის ტანსაცმელს რომელიც შექმნილი იყო Haus of Gaga-ს მიერ. ვებეპიზოდები გამოდიოდა ყოველკირეულად 2008 წლის 24 ივნისიდან, 2009 წლის 31 მარტამდე. 2011 წლის 30 მარტს, გაგამ განაცხადა რომ ვებეპიზოდების გამოშვება განახლდებოდა აპრილის პირველ კვირას.[10] 6 აპრილს, მან გამოუშვა ახალი ვებეპიზოდის რიგით ორმოცდამეერთე სერია. აპლიკაციაში ასევე შესაძლებელი იყო ტურის თარიღების და ახალი ამბების ნახვა და ფანებს საშუალება ჰქონდათ უფასოდ ესაუბრათ ერთმანეთთან. აპლიკაცია შევიდა ჟურნალ ბილბორდის მიერ გამოქვეყნებულ ტოპ ხუთი ცნობილი სახის აპლიკაციების რეიტინგში.[11]
Haus of Gaga ბლოგი შეიმნა ლედი გაგას ახალი სადებიუტო ალბომის "The Fame" ის პრომო აქციისთვი. ბლოგი განთავსებული იყო მომღერლის ოფიციალურ საიტზე LadyGaga.com. ბლოგზე განიხილებოდა გაგას ყველა გამოჩენას სხვადასხვა შოუებში და ძჟურნალის გარეკნებზე. ბლოგზე ასევე განიხილებოდა მოდა, ცნობილი ადამიანები, მომღერლები და ფანების ვიდეოები.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.