პინკ ფლოიდის სიმღერა From Wikipedia, the free encyclopedia
„Jugband Blues“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1968 წლის სიმღერა, რომელიც შეტანილია ალბომში A Saucerful of Secrets.[1][2] იგი უკანასკნელი სიმღერაა ამ ალბომზე და ერთადერთი, რომელშიც სიდ ბარეტი ასრულებს მთავარ ვოკალურ პარტიას. ეს იყო მისი ჯგუფის ალბომზე უკანასკნელი ოფიციალურად გამოცემული სიმღერა. პიტერ ჯენერის და ენდრიუ კინგის ჩანაფიქრით, ეს უნდა ყოფილიყო შემდეგი სინგლი („See Emily Play“-ს შემდეგ).
„Jugband Blues“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან A Saucerful of Secrets | ||||
გამომცემელი | Magdalene Music | |||
გამოსვლის თარიღი |
29 ივნისი 1968 (ბრიტანეთი) 27 ივლისი 1968 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 19 ოქტომბერი 1967, De Lane Lea Studios, ლონდონი | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:01 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (ბრიტანეთი) Tower (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | სიდ ბარეტი | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | |||
A Saucerful of Secrets – სიმღერები | ||||
| ||||
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია | ||||
სიდმა სტუდიაში ხსნის არმიის მონაწილეები მოიყვანა და უთხრა „დაუკარით, რაც გსურთ“ - შედეგად კი მიიღეს ქაოტური ფონი. BBC-ის სესიებზე ჩაწერილი ვერსიისთვის ჯგუფი თავად გახდა იძულებული, დისონანსი შეემქნა სიმღერის შუაგულში, რადგან ტექნიკური თანაშემწე სტუდიაში არ აღმოჩნდა.
არსებობს სიმღერის ორი, მონო და სტერეო ვერსია. სტერეო ჩანაწერი შესულია კანადურ A Nice Pair-ში (1973) და არ არის წარმოდგენილი სხვა გამოცემებში.
„Jugband Blues“ არის ალბომის A Saucerful of Secrets რიგით მეორე სიმღერა, რომელიც შეტანილია კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd (პირველია Set the Controls for the Heart of the Sun).
სიმღერის თანმხლები პრომო-ფილმი დაახლოებით 1967 წლის ბოლოს არის გადაღებული და ახლავს აუდიოჩანაწერი. იგი განკუთვნილი იყო კანადაში დისტრიბუციისთვის, ინფორმაციის ცენტრალური ბიუროსთვის. 2007 წელს გადაცემაში The Seven Ages of Rock ფილმის ნაწყვეტები მოხვდა აღდგენილი ხარისხით. საბოლოოდ რგოლი შეიტანეს ბოქს-სეტში The Early Years 1965–1972, მაგრამ ამ ვიდეოს ახლავს ორიგინალური სტუდიური აუდიო-ვერსია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.