High Hopes (პინკ ფლოიდის სიმღერა)

From Wikipedia, the free encyclopedia

High Hopes (პინკ ფლოიდის სიმღერა)
Remove ads

High Hopes“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, რომელიც სინგლის სახით 1994 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა. იგი შეტანილია ჯგუფის მეთოთხმეტე სტუდიურ ალბომში The Division Bell[1][2].

სწრაფი ფაქტები სინგლი — პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Division Bell ...
Remove ads

იდეა

სიმღერა აღსანიშნავია პინკ ფლოიდის წარსულზე ორიენტირებული ტექსტებით[3], რაც მას უფრო ავტობიოგრაფიული ნამუშევრების რიგში აყენებს. სიმღერაში ნახსენებია განმყოფი ზარი, რომელსაც ძალიან იშვიათად რეკავენ ინგლისის პარლამენტში. იგი ალბომის სახელწოდებისათვის შეარჩია მწერალმა დაგლას ადამსმა, რომელიც გილმორის მეგობარი იყო.

ვიკიციტატა
„High Hopes იყო უკანასკნელი სიმღერა, რომელიც დავწერეთ ალბომისთვის. ვფიქრობ, ეს მოხდა ივლისში. ყველაფერი ძალიან სწრაფად გაკეთდა. ეს სწორედ ის არის, რაც მოქმედებს, სრულიად მოულოდნელად მოვიფიქრე ეს მუსიკალური ნაწყვეტი, ჩავწერე კასეტაზე, სულ რამდენიმე ტაქტი. მერე კი ჩემს მეგობარ, პოლისთან ერთად ჩემს პატარა სახლში მოვისმინე და ვცადეთ ტექსტის დაწერა. იგი დამეხმარა და მე დავბრუნდი ბავშვობაში, ჩემს ცხოვრებაში, კემბრიჯში. ტექსტის დიდი ნაწილი იმავე დღეს დაიწერა. სტუდიაში როდესაც მივედი, იქ არავინ იყო. დემო ჩავრთე, ყველაფერი თავად გადავამუშავე. ერთ დღეში დავასრულეთ.“
(დეივიდ გილმორი საუბრობს სიმღერაზე აშშ ეთერში ალბომის The Division Bell რადიოპრემიერისას, მარტი, 1994.)

სიმღერა იყო უკანასკნელი კომპოზიცია, რომელიც ჩაიწერა ალბომისთვის. ამასთან, დაირღვა პინკ ფლოიდის მრავალწლიანი ტრადიცია და სიმღერის ფინალისათვის ჩაიწერა მენეჯერ სტივ ო'რურკის სატელეფონო საუბარი გილმორის მეგობარ პოლი სემსონის (შემდგომში - გილმორის მეუღლის) შვილ ჩარლისთან.

„High Hopes“ იწყება საეკლესიო ზარების რეკვით, რომელიც იგივეა, რაც სიმღერაში „Fat Old Sun“, პინკ ფლოიდის ალბომიდან Atom Heart Mother. ჩიტებისა და ბუზის ხმა აგრეთვე გამოყენებულია სიმღერაში „Grantchester Meadows“, ალბომიდან Ummagumma. ზარების ხმა შემდგომში განმეორდა „Louder than Words“-ში.

ეს არის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც პინკ ფლოიდის წევრებმა ჩაწერეს სამკაციანი ჯგუფის სახით. მასში მოთხრობილია ჯგუფის თითქმის 30-წლიანი ისტორია. სტრიქონი „The endless river, forever and ever“, შესაბამისად, აღებულია სიმღერიდან „See Emily Play“ (Float on a river, forever and ever).

სინგლში აგრეთვე შეტანილი იქნა კომპოზიციები „Keep Talking“ (შემოკლებული ვერსია) და „One Of These Days“ (საკონცერტო ვერსია).

Remove ads

სიმღერების სია

CD
  1. High Hopes — 7:57
  2. Marooned — 5:31
CD maxi
  1. High Hopes (რადიოს ვერსია) — 5:16
  2. Keep Talking (რადიოს ვერსია) — 4:55
  3. One of These Days (საკონცერტო) — 6:57

მუსიკალური ვიდეო

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა კემბრიჯში. მასზე სტორმ თორგერსონი მუშაობდა. ვიდეოს საკონცერტო ტურნეს დროს, სიმღერის შესრულებისას. იგი აგრეთვე შეტანილია ფილმში Pulse. ვიდეოში მინდორში დგას მამაკაცი და ელის კათედრალს უყურებს - ეს სწორედ ის შენობაა, რომელიც გამოსახულია ალბომის The Division Bell გარეკანზე. მუსიკალურ ვიდეოში უფრო ვრცელდება ტექსტის იდეები და ბევრი მინიშნებაა სიდ ბარეტზე, როჯერ უოტერსსზე და სხვებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია გიგანტური თავი, რომელსაც მიათრევს ადამიანების ჯგუფი - ეს არის სიდ ბარეტის სახე.

ვიდეო აგრეთვე დააბრუნეს დეივიდის 2015-2016 წლების ტურნესთვის, კვლავ მრგვალ ეკრანზე საჩვენებლად.

სხვა ვერსიები

High Hopes შეტანილი იქნა 2001 წლის სიმღერების კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd, შედარებით შემოკლებული სოლოთი სლაიდ გიტარაზე. სიმღერა აგრეთვე შეტანილია კრებულში The Best of Pink Floyd: A Foot in the Door.

სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის ტურნეს ფარგლებში. დეივიდ გილმორი მას 2001-2002 წლების აკუსტიკურ კონცერტებსა და 2006 წლის სოლო ტურნეს დროს ასრულებდა.

პერსონალი

  • მუსიკა - დეივიდ გილმორი
  • ტექსტი - დეივიდ გილმორი, პოლი სემსონი
  • დეივიდ გილმორი - ვოკალი, კლასიკური გიტარა, ბას გიტარა, ლეპ-სტილ გიტარა
  • რიჩარდ რაიტი - სინთეზატორები
  • ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
  • ჯონ კერინი - ფორტეპიანო
  • მაიკლ კემენი - ორკესტრირება
  • ედვარდ შირმური - ორკესტრირება

ჩარტები

მეტი ინფორმაცია ჩარტი (1994), უმაღლესი პოზიცია ...

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads