From Wikipedia, the free encyclopedia
Knights of Honor (ქართ. ღირსების რაინდები) — სტრატეგიული და ისტორიული კომპიუტერული თამაში რეალურ დროში (RTS), შემუშავებულ იქნა ბულგარული Black Sea Studios (ახლა Crytek Black Sea) მიერ. 2004 წელს Sunflowers GmbH-ის მიერ გამოქვეყნებულ იქნა ევროპაში, ხოლო 2005 წელს Paradox Entertainment-ის მიერ, ჩრდილოეთ ამერიკაში. თამაში მიმდინარეობს შუა საუკუნეების ევროპაში, და მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრის საუკუნებს სამ ისტორიულ პერიოდად ყოფს. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს და ითამაშოს წარმოდგენილი 100-ზე მეტი სამეფოდან ერთ-ერთით.
Knights of Honor | |
---|---|
თამაშის გარეკანი | |
დეველოპერ(ებ)ი | Black Sea Studios |
გამომცემელი |
Sunflowers Interactive Entertainment Software Paradox Interactive |
პლატფორმ(ებ)ი | Microsoft Windows |
გამოსვლის თარიღი |
|
ჟანრ(ებ)ი | RTS |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი მრავალმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | ვესელინ ჰანდიევი |
დიზაინერ(ებ)ი | ვესელინ ჰანდიევი |
კომპოზიტორი | ბრონისლავ სლავოვი |
ვერსია | 1.05, 26 იანვარი 2007 |
შეფასება | ESRB: ყველა ასაკისთვის (E) |
მედია | CD, გადმოწერა |
მოთხოვნილებები |
PC
|
თამაში Knights of Honor-ი მიმდინარეობს ევროპის დიდ რუკაზე, რომელიც მოიცავს ტერიტორიებს ირლანდიიდან საქართველომდე და სკანდინავიიდან აფრიკის ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროებამდე. რუკა დაყოფილია მიწის მონაკვეთებად, რომლებსაც პროვინციები ეწოდებათ. თითოეული პროვინცია იმართება მთავარი ქალაქის მიერ, რომელსაც რამდენიმე რურალური დასახლებები გარშემოარტყამს, ეს დასახლებები შეიძლება იყვნენ დაბები, ფერმები, მონასტრები და ზღვისპირა ქალაქები. ეს რურალური არეები არ იცვლება და მთელს რუკაზე თანაბრად გადანაწილდებიან ყოველი თამაშის წინ. პროვნიციის მმართველ ქალაქზე თაგვით მითითებისას იხსენა პატარა ფანჯრები, რომლებშიც ნაჩვენებია ქალაქში უკვე არსებული ნაგებობები, ცარიელ ფანჯრებში კი ახლის დამატებაა შესაძლებელი, რომელნიც პროვინციას ან თვითონ ქალაქს გარკვეულ ბონუსებს აძლევს. იმასთან დამოკიდებულებაში თუ რა ტიპის ნაგებობის აშენებას დაიწყებთ ეს ბონუსები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგალითად ეკლესიის აშენებისას პროვინციის ღვთისმოსაობა მატულობს, ბაზრის (მარკეტის) აშენებისას კი მაღალი შემოსავალი ჩნდება. ქალაქში ასევე შესაძლებელია სპეციალური სამხედრო ერთეულების გამომყვანი შენობების (ხმლების საწარმო ქვეითებისთვის ან მშვილდის საწარმო მშვილდოსნებისთვის) ან საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენება, როგორებიცაა თხრილები, კედლები და კოშკები. ქალაქს თავისუფალი შენობებისთვის განკუთვნილი ფანჯრების შეზღუდული რაოდენობა აქვს, აქედან გამომდინარე შეიძლება ქალაქისთვის ხელმისაწვდომი ყველა ნაგებობის აშენება ვერ მოხერხდეს და მოთამაშემ დაკვირვებით უნდა შეარჩიოს თუ რა ააშენოს მისი სახელმწიფოს კონკრეტულ ქალაქში. სხვა სტრატეგიულ თამაშებთად შედარებით, KOH-ში (Knights of Honor) შენობების აგება ოდნავ მეტ დროს მოითხოვს.
სტრატეგიული დათვალიერების რუკა აჩვენებს პროვინციის საზღვრებს, ქალაქებს, სოფლებს, მონასტრებს და ა.შ. ამის გარდა რუკაზე ნაჩვენებია მდინარეები, ტყეები, მთები, უდაბნოები. ასევე ნაჩვენებია საკუთარი, მოკავშირის, მტრის და აჯანყებულების ჯარის განლაგება-გადაადგილება.
კონტროლირებად პროვინციებში ყველა იქ მიმდინარე მოვლენის დანახვაა შესაძლებელი. სხვა სახელმწიფოების პროვინციები ნაჩვენებია მქრთალი ფერით, იქ მიმდინარე მოვლენების დანახვა მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: როდესაც მოთამაშიც საჯარისო დანაყოფი იმყოფებიან იმ ტერიტორიაზე ან როდესაც მოთამაშის ჯაშუში ინიშნება პროვინციაში მოადგილედ. ბრძოლები, დასახლებული პუნქტების ძარცვები და საზღვაო ბრძოლა რუკაზე აღინიშნებია გადამჯვარედინებავი ხმლებით.
პოლიტიკური დათვალიერების რუკა აჩვენებს სახელმწიფოების საზღვრებს და ვასალებს. ასევე აქვს პირობითი აღნიშვნები:
ეს რუკა აჩვენებს პროვინციების აღმსარებლობას.
ეს რუკა აჩვენებს პროვინციებში კონკრეტული საჯარისო დანაყოფების დაქირავების შესაძლებლობას.
ეს რუკა აჩვენებს დიპლომატიურ ურთიერთობებს და აღნიშნული სახელმწიფოს ურთიერთობების დონეს სხვა ყველა სახელმწიფოსთან. დიპლომატიური კავშირები და ხელშეკრულებები:
თამაშში არსებობს სამი სახის მთავარი რესურსი (ღვთისმოსაობა, წიგნები, ოქრო), რომელთა დახარჯვაც გარკვეული გაუმჯობესებებისთვისაა შესაძლებელი.
თვითონ ქალაქები (სოფლები და ფერმები) კი აწარმოებენ მუშახელს (ჩაქუჩები) და საკვებს (ხორბალი), მუშახელი კონკრეტული შენობების ასაგებად გამოიყენება, საკვების დიდი რაოდენობა კი საჭიროა რათა ქალაქმა უფრო დიდხანს გაძლოს ალყის დროს და ასევე აუცილებლობისას (საკვების გამოლევისას) მისით შეავსოს მხედარმთავრებისა და ჯარისკაცების მარაგი.
სახელმწიფოს სიძლიერე იზომება ბალებით, −5-დან 5-მდე. სახელმწიფოს სიძლიერის ყოველი დადებითი ბალი ამცირებს აჯანყების ალბათობას და ზრდის შემოსავალს. სახელმწიფოს სიძლიერის გაზრდა შესაძლებელია ღვთისმოსაობით და ოქროს გარკვეული რაოდენობით (რაც უფრო დიდია სახელმწიფო, მით უფრო ძვირია თითო ბალის მომატება). ასევე რაც უფრო იმატებს სახელმწიფო სიძლიერე, პარალელურად მცირდება სხვა სახელმწიფოების მიერ ომის გამოცხადების ალბათობა. თუ სახელმწიფოს სიძლიერე ნულზე ქვემოთაა, ის ნელ-ნელა თავისით დაუბრუნდება ნულოვან მაჩვენებელს (თუ ისევ არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელებიც სახელმწიფოს სიძლიერეს ქვემოთ დასცემს).
კომპოზიციების ავტორია: ბორისლავ სლავოვი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.