From Wikipedia, the free encyclopedia
More (აშშ-ის გამოცემაში: Original Motion Picture Soundtrack from the film More)[5] — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მესამე სტუდიური ალბომი და ამავე ჯგუფის დისკოგრაფიაში - პირველი ოფიციალური საუნდტრეკი. იგი გამოვიდა 1969 წლის 13 ივნისს, ბრიტანეთში, ხოლო 9 აგვისტოს - აშშ-ში.[6]
More | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი / საუნდტრეკული ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 13 ივნისი 1969 | |||
ჩაიწერა | 1 თებერვალი - 31 მაისი 1969 | |||
სტუდია | Pye Studios, ლონდონი | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 44:56 | |||
ლეიბლი | EMI Columbia | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
პინკ ფლოიდის საუნდტრეკების — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან More | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
The Daily Telegraph | [2] |
MusicHound | [3] |
The Rolling Stone Album Guide | [4] |
კინომუსიკას სამომავლოდ განვიხილავდით, როგორც მიმართულებას, რომელსაც გავყვებოდით. ანუ როკ-ჯგუფად არსებობას არ შევწყვიტავდით, ეს უფრო მეტად სავარჯიშო იყო.
ფილმი „მეტი“, რომლის რეჟისორი არის ბარბეტ შროდერი, აგებულია გერმანელი სტუდენტის ისტორიაზე, რომელსაც შეუყვარდა ნარკომანი ქალი და თავად იქცა ნარკოტიკების მსხვერპლად. ფილმში ჟღერს პინკ ფლოიდის მუსიკა.
ბარბეტ შროდერი:
ფლოიდის ორი ალბომის დიდი მოყვარული ვიყავი. მიმაჩნდა, რომ ეს იყო ყველაზე გასაოგნებელი რამ, რაც მომისმენია და უბრალოდ მსურდა მათთან მუშაობა. ლონდონში ჩავედი და თან წავიღე ფილმის ასლი, რომელიც ვუჩვენე. ტიპური კინომუსიკა, რომელიც მორგებული იქნებოდა გამოსახულებაზე, არ მსურდა. კინომუსიკის არ მწამდა. მე მსურდა, რომ პერსონაჟებს მოესმინათ ეს მუსია. წვეულებაზე მუსიკა ჟღერდა ოთახში დამონტაჟებული რეპროდუქტორიდან, ამიტომ ისე ჩავწერეთ, თითქოს ოთახში ჟღერდა.
სიმღერების დიდი ნაწილი ხალხური მუსიკის ელემენტების მქონე ბალადების სახით არის წარმოდგენილი. აგრეთვე არის ორი მძიმე როკის სტილის სიმღერა - „The Nile Song“ და „Ibiza Bar“ და რამდენიმე ინსტრუმენტული ნომერი - მაგალითად, იმპროვიზაციული „Main Theme“, რომელიც ფილმის შესავალში ჟღერს.
მას არ სურდა, რომ საუნდტრეკი უბრალოდ ფილმის ფონი ყოფილიყო. ჩვენ კი ასე გვსურდა. მისი ხედვით, თუ მანქანაში რადიო ჩაირთვებოდა, ეს მუსიკა მანქანაში გაიჟღერებდა. მას სურდა, რომ მუსიკას ჰქონოდა კავშირი მოქმედებასთან. სტუდიის ერთ ნაწილში ვიჯექი და ვწერდი ტექსტებს, პარალელურად კი მუსიკას ვიწერდით. უნდა დაგვეწერა 8-9 სიმღერა, ინსტრუმენტულებთან ერთად.
შროდერი:
როჯერი შემოქმედებითი ძალა იყო. მახსოვს ეს საოცრად დაძაბული ორი კვირა. ხმის ინჟინერისთვის დაუჯერებელი იყო სიჩქარე და შემოქმედებითობა.
ფილმში, ალბომისგან განსხვავებით, აგრეთვე ჟღერს „Seabirds“ და „Hollywood“ - ორი სიმღერა, რომელიც არ შეიტანეს ორიგინალურ ალბომში. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სიმღერას „Cymbaline“ ოდნავ შეცვლილი ტექსტი აქვს.
ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც არ უკრავს სიდ ბარეტი - 1968 წლის შემდეგ მან ოფიციალურად დატოვა პინკ ფლოიდი. აგრეთვე ეს არის პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, ჩაწერილი ნორმან სმითის დახმარების გარეშე. იგი ჩაწერილია სტუდიაში Pye (ლონდონი). ხმის ინჟინერია ბრაიან ჰამფრიზი.[7]
გამოსვლისთანავე ალბომი ბრიტანეთში #9, ხოლო მეორე გამოცემის შემდეგ, 1973 წელს - #153 პოზიციაზე მოხვდა. 1987 წელს იგი პირველად გამოვიდა კომპაქტ-დისკის ფორმატში, ხოლო 1995 და 1996 წლებში (ბრიტანეთსა და აშშ-ში) გამოიცა მისი რემასტერი.
ალბომი გამოიცა ჩვეულებრივი კონვერტის სახით. გარეკანის წინა მხარეს ვხედავთ კადრს თავად ფილმიდან More, ხოლო უკან - შტეფანს/ესტელას (ფილმის გმირებს), შავ-თეთრი ფერის კადრის სახით. CD-ის შემთხვევაში, პირველ აშშ გამოცემაზე ალბომის სათაური და ჯგუფის სახელწოდება განლაგებული იყო ნარინჯისფერი ცის ფონზე.
1994 წლის გამოცემას თან ახლავს უფრო მეტი კადრი ფილმიდან და სიმღერების ტექსტები, ასევე ჯგუფის ფოტო. 2011 წლის Discovery-ში შეტანილი გამოცემა ამ ვერსიის თითქმის მსგავსია.
საგულისხმოა, რომ ორიგინალურ ამერიკულ გამოცემაში ალბომის სათაური შემოკლებული იქნა და ჟღერდა უბრალოდ More. ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი სამი ალბომიდან, რომელიც შტატებში გამოსცა ლეიბლმა Tower Records. 1973 წლის აშშ გამოცემა გამოვიდა ლეიბლზე Harvest Records. მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტ-დისზე ალბომის სათაური მითითებულია როგორც Soundtrack from the Film More, დისკის ყუთის ყუაზე გამოტანილი სათაური ჟღერს, როგორც Music from the Film More, ხოლო თავად დისკზე გამოტანილია More.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Cirrus Minor“ | როჯერ უოტერსი | 5:18 |
2. | „The Nile Song“ | უოტერსი | 3:26 |
3. | „Crying Song“ | უოტერსი | 3:33 |
4. | „Up the Khyber“ (ინსტრუმენტული) | ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი | 2:12 |
5. | „Green Is the Colour“ | უოტერსი | 2:58 |
6. | „Cymbaline“ | უოტერსი | 4:50 |
7. | „Party Sequence“ (ინსტრუმენტული) | უოტერსი, რაიტი, დეივიდ გილმორი, მეისონი | 1:07 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Main Theme“ (ინსტრუმენტული) | უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონი | 5:27 |
2. | „Ibiza Bar“ | უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონი | 3:19 |
3. | „More Blues“ (ინსტრუმენტული) | უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონი | 2:12 |
4. | „Quicksilver“ (ინსტრუმენტული) | უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონი | 7:13 |
5. | „A Spanish Piece“ | გილმორი | 1:05 |
6. | „Dramatic Theme“ (ინსტრუმენტული) | უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონი | 2:15 |
აქ მითითებულია ადგილები ჩარტში გაყიდვების მიხედვით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.