From Wikipedia, the free encyclopedia
MusicBrainz — პროექტი, რომლის მიზანია freedb-ის მსგავსი მუსიკის ღია მონაცემთა ბაზის შექმნა. დაარსდა Compact Disc Database-ზე (CDDB) (საიტზე, რომელიც განკუთვნილი იყო CD-ისათვის მეტამონაცემების მოსაპოვებლად) შეზღუდვების დაწესების შემდეგ.[5][6]
MusicBrainz | |
---|---|
საიტი | musicbrainz.org |
კომერციულობა | არა |
საიტის ტიპი | მუსიკალური ინტერნეტ-ენციკლოპედია[1] |
რეგისტრაცია | არ არის აუცილებელი (აუცილებელია მხოლოდ მონაცემების რედაქტირებისთვის) |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
მომხმარებელი | ~250,000 აქტიური[2] |
შინაარსის ლიცენზია | საჯარო დომენი/CC-BY-NC-SA, აგრეთვე არსებობს კომერციული ლიცენზია |
პროგრამირების ენა | Perl, მონაცემთა ბაზა – PostgreSQL |
დამფუძნებელი | MetaBrainz Foundation |
შემქნელი | რობერტ კეი |
გაეშვა | 17 ივლისი, 2000[3] |
Alexa-ს რეიტინგი | 27,147 (2016 წლის 26 ივლისისთვის)[4] |
ამჟამინდელი სტატუსი | მოქმედი |
MusicBrainz შეიცავს ინფორმაციას შემსრულებლების და მათი ჩანაწერების შესახებ. ჩანაწერების აღწერის გვერდებზე წარმოდგენილია სულ მცირე, თავად ჩანაწერის სახელწოდება, სიმღერების სახელწოდებები და თითო სიმღერის ხანგრძლივობა. ინფორმაცია მუშავდება და იმართება მოხალისე რედაქტორების მიერ. ჩანაწერების გვერდებზე აგრეთვე წარმოდგენილია გამოშვების წელი, ქვეყანა, CD-ის საიდენტიფიკაციო კოდი, გარეკანი, აკუსტიკური ანაბეჭდი, ანოტაცია და სხვა მეტამონაცემები. 2016 წლის 6 ივლისისთვის MusicBrainz შეიცავდა ინფორმაციას დაახლოებით 1.1 მილიონ შემსრულებელზე, 1.6 მილიონ ალბომზე ან სინგლზე და 16 მილიონ გამოცემაზე.[2] საბოლოო მომხმარებელს შეუძლია ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელიც უკავშირდება MusicBrainz-ს და პოულობს ID3 ტეგებს, რომლებსაც ანიჭებს კომპიუტერში შენახულ ციფრულ მედია-ფაილებს, როგორიც არის MP3, Ogg Vorbis ან AAC ტიპის ფაილები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.