We Will Rock You
From Wikipedia, the free encyclopedia
"We Will Rock You" — ინგლისური როკ-ჯგუფ Queen-ის სიმღერა 1977 წლის ალბომიდან News of the World, დაწერილი ბრაიან მეის მიერ.[1] Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ სიაში იგი 2004 წელს #330 პოზიციას იკავებდა[2]. RIAA-მ იგი დაასახელა საუკუნის სიმღერების სიის #146 ადგილზე. 2009 წელს "We Will Rock You" შეიტანეს გრემის დიდების დარბაზში.[3][4]
„We Will Rock You“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Queen | ||||
ალბომიდან News of the World | ||||
A-მხარე | "We Are the Champions" | |||
გამოსვლის თარიღი | 7 ოქტომბერი 1977 | |||
ჟანრი | არენა-როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:02 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | ||||
ავტორ(ებ)ი | ბრაიან მეი | |||
პროდიუსერი |
| |||
Queen — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერის უკანასკნელი 30 წამი ეთმობა მეის სოლო-გიტარას, დანარჩენი ნაწილი კი წარმოადგენს ა კაპელას ფორმის სიმღერას, რომელსაც ახლავს მხოლოდ ტაში და ფეხის ბაკუნი, რიტმული პერკუსიის იმიტირებით. 1977 წელს "We Will Rock You" და "We Are the Champions" ერთად გამოიცა სინგლზე და მსოფლიო სინგლების საუკეთესო 10-ეულში მოხვდნენ.[5]
1977 წლის შემდეგ "We Will Rock You" მრავალჯერ შესრულდა, რემიქსის სახით ჩაიწერა, სემპლების სახით იქნა გამოყენებული, პაროდირებული ან სხვა მხრივ ნახსენები მრავალი შემსრულებლის მიერ, გადაცემის ფარგლებში თუ მედიის სხვა საშუალებებში.[6][7] იგი აგრეთვე იქცა სპორტული ღონისძიებების კლიშედ, როგორც სასტადიონო ჰიმნი, ძირითადად თავისი მარტივი რიტმის გამო.