Wish You Were Here (ქართ. ნეტავი, აქ იყო) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი. იგი ჩაწერილია ები-როუდის სტუდიებში, 1975 წლის იანვარ-ივლისში და გამოვიდა იმავე წლის 12 სექტემბერს. მოგვიანებით ბევრმა მსმენელმა დაასახელა იგი პინკ ფლოიდის საუკეთესო ალბომების რიცხვში, თავად დისკმა კი #209 ადგილი დაიკავა ჟურნალ როლინგ სტოუნის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში. აღსანიშნავია ალბომის ტექსტები, რომლებიც მუსიკალურ ინდუსტრიას ეხება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხმისჩამწერი კომპანიების პასუხისმგებლობას და ხაზს უსვამს მათ გულგრილობას მუსიკოსის პიროვნების მიმართ, ამტკიცებს რა, რომ კომპანიებს მხოლოდ ფული ადარდებთ. ალბომში აგრეთვე არის აშკარა მინიშნებები სიდ ბარეტის, პინკ ფლოიდის ყოფილი გიტარისტისა და სიმღერების ავტორის პიროვნებაზე, განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა სიმღერის „Shine On You Crazy Diamond“ ტექსტში.
სწრაფი ფაქტები Wish You Were Here, სტუდიური ალბომი — პინკ ფლოიდი ...
დახურვა
მეტი ინფორმაცია მიმოხილვების ქულები, წყარო ...
დახურვა