სიდ ბარეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
როჯერ კით „სიდ“ ბარეტი (ინგლ. Roger Keith Barrett, დ. 6 იანვარი, 1946, კემბრიჯი — გ. 7 ივლისი, 2006, იქვე) — ინგლისელი მუსიკოსი, ვოკალისტი, გიტარისტი და მხატვარი, ჯგუფ პინკ ფლოიდის ერთ-ერთი დამაარსებელი და სიმღერების მთავარი ავტორი. მან პინკ ფლოიდი 1968 წლის აპრილში დატოვა, ფსიქიკური აშლილობის შედეგად, რომელიც გამოწვეული იქნა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარებით.[2]
სიდ ბარეტი | |
---|---|
სიდ ბარეტი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | როჯერ კით ბარეტი |
დაბ. თარიღი | 6 იანვარი, 1946 (1946-01-06) |
დაბ. ადგილი | კემბრიჯი, ინგლისი |
გარდ. თარიღი | 7 ივლისი, 2006 (60 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
ფსიქოდელიური როკი სპეის-როკი ფსიქოდელიური ფოლკი ბლუზ-როკი ექსპერიმენტული როკი ფსიქოდელიური პოპი[1] |
საქმიანობა |
გიტარისტი ვოკალისტი მხატვარი პოეტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, ორგანი, უკულელე, ბანჯო |
აქტიური | 1964 - 1974 |
ლეიბლ(ებ)ი | Harvest/EMI |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Danelectro 59-DC Fender Esquire Fender Telecaster | |
საიტი | |
სიდ ბარეტი ვიკისაწყობში |
ბარეტი მუსიკალურად აქტიური ათი წელიწადიც არ ყოფილა. პინკ ფლოიდთან ერთად გამოსცა ოთხი სინგლი, სადებიუტო ალბომი, მონაწილეობა მიიღო მეორე ალბომის ჩაწერაში და დატოვა რამდენიმე გამოუცემელი სიმღერა. სოლო კარიერის დაწყება 1969 წელს სცადა, სინგლით „Octopus“, რომელიც აღებული მისი შემდგომში გამოცემული ალბომიდან The Madcap Laughs (1970). ალბომი ერთი წლის განმავლობაში იწერებოდა, პიტერ ჯენერის, მალკოლმ ჯოუნზის, დეივიდ გილმორის, როჯერ უოტერსის და თავად ბარეტის პროდიუსერობით. მისი გამოცემიდან თითქმის ორი თვის შემდეგ დაიწყო მუშაობა მეორე ალბომზე, Barrett (1970), რომელიც გილმორის პროდიუსერობით ჩაიწერა, კლავიშებიან საკრავებზე რიჩარდ რაიტის მონაწილეობით. 2006 წლამდე სიდი განერიდა საზოგადოებას და თავდაპირველად დედასთან, შემდეგ კი სიმარტოვეში ცხოვრობდა, თუმცა მას უვლიდნენ და, როზმარი და მისი ნათესავები. 1988 წელს EMI-ზე მისი თანხმობით გამოვიდა გამოუცემელი სიმღერების კომპილაცია Opel.
ბარეტის გიტარაზე დაკვრის ნოვატორულმა და ექსპერიმენტული ტექნიკის კვლევამ, როგორიც იყო დისონანსი, დამახინჯება და უკუკავშირი, გავლენა იქონიეს მრავალ შემსრულებელზე, რომელთა შორის იყვნენ დეივიდ ბოუი, ბრაიან ინო და ჯიმი პეიჯი. მისი ჩანაწერები აგრეთვე აღინიშნება ვოკალში ინგლისური ინტონაციის ხაზგასმით. მუსიკიდან წასვლის შემდეგ ბარეტი განაგრძობდა ხატვას და დროს უთმობდა ბაღის მოვლას. ბიოგრაფებმა მასზე წიგნების გამოცემა 1980-იან წლებში დაიწყეს. პინკ ფლოიდის მიერ ჩაიწერა რამდენიმე ნამუშევარი, რომელშიც ბარეტზე იყო მინიშნებები. მათ შორის აღსანიშნავია Wish You Were Here, 1975 წლის ალბომი, კომპოზიციით "Shine On You Crazy Diamond".