უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია From Wikipedia, the free encyclopedia
Wizz Air, ოფიციალურად შპს. Wizz Air Hungary (უნგრ. Wizz Air Hungary Légiközlekedési) — უნგრული[1] დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათავო ოფისი ბუდაპეშტში, ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს და ემსახურება ევროპის მრავალ ქალაქს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს[2]. მიუხედავად იმისა, რომ Wizz Air არ წარმოადგენს ეროვნულ ფლაგმანს, უნგრულ ავიაკომპანიებს შორის მას გააჩნია უდიდესი საჰაერო ფლოტი, რომლითაც ემსახურება 42 ქვეყანას[2]. მისი მშობელი კომპანია „Wizz Air Holdings Plc“, რომელიც ჯერზიში ბაზირებს, წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
Wizz Air | ||||
---|---|---|---|---|
| ||||
დაარსდა | სექტემბერი, 2003 | |||
დევიზი | „ახლა ჩვენ ყველას შეგვიძლია ფრენა“ | |||
ფლოტის ზომა | 179 | |||
დანიშნულების პუნქტების რაოდენობა | 194 | |||
შტაბ-ბინა | ბუდაპეშტი, უნგრეთი | |||
მმართველი |
ბილ ფრანკე (თავმჯდომარე) იოზეფ ვარადი (აღმასრულებელი დირექტორი) ჰეიკო ჰოლმი (ოპერაციების დირექტორი) | |||
საიტი: wizzair.com |
ავიაკომპანია 2003 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი მთავარი ინვესტორი ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია[3] „Indigo Partners“-ია, რომელიც სატრანსპორტო ინვესტიციების კუთხით სპეციალიზირდება. პირველი ფრენა 2004 წლის 19 მაისს კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელა[4]. ავიაკომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე იოჟეფ ვარადია, რომელიც Malév Hungarian Airlines-ის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია პეშტის მედიეშია დარეგისტრირებული[5].
2011 წელს Wizz Air-მა 11 მილიონი მგზავრი გადაიყვანა (2010 წლის მონაცემზე 15%-ით მეტი), მათ შორის 4,2 მილიონი მგზავრი პოლონეთის მიმართულებებზე (2010 წლის მონაცემზე მხოლოდ 2%-ით მეტი). ბოლო პერიოდში Wizz Air-მა ახალი ბაზები გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რუმინეთში, საქართველოში, სერბეთში, სლოვაკეთში, უკრაინასა და ჩეხეთში. მიუხედავად ამისა, Wizz Air-თვის პოლონეთი მაინც უდიდეს ბაზრად რჩება[6].
2012 წლის 4 ოქტომბერს Wizz Air-მა ხელბარგზე ახალი პოლიტიკა შეიმუშავა, რათა კლიენტები ეიძულებინა თვითმფრინავის სალონში უფრო მცირე ზომის ხელბარგი აეტანათ. ეს ნიშნავს, რომ მცირე ხელბარგის (42x32x25სმ) ბორტზე ატანა უფასოდ შეიძლება, ხოლო დიდი ხელბარგის (56x45x25სმ) შემთხვევაში მგზავრებს დამატებით 10-დან 30-ევრომდე მოუწევთ გადახდა[7].
2015 წლის 25 თებერვალს Wizz Air-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა[8].
ამჟამინდელი სათავო ოფისი 2016 წლის მარტიდან კიშპეშტში მდებარეობს. ახალი შენობა 5-სართულიანია, რომლის წყალობითაც კომპანიას ყველა ძველ ოფისთან შედარებით უფრო მეტი სივრცე აქვს. Wizz Air-ს აქვს თავისი შტაბ-ბინა ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტის შენობა 221-ში[9]. Wizz Air-მა იჯარის ხელშეკრულება 2010 წლის ოქტომბერში გააფორმა, ხოლო შენობა 2011 წლის ივლისში დაიკავა. კომპანიას 2000 მ² საოფისე ფართი უკავია. ღია დაგეგმარების ოფისში 150-მდე თანამშრომელი მუშაობს[10]. უფრო ადრე მისი სათავო ოფისი ვეჩეშში, აეროპორტის ბიზნეს პარკ C2-ში, აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობდა[11].
Wizz Air Abu Dhabi
Wizz Air UK
Wizz Air Malta
Wizz Air, ხარჯებისა და მოსაკრებლების შემცირების მიზნით, ფრენებს ძირითადად მეორეხარისხოვანი, მცირე და საშუალო ზომის აეროპორტებიდან ახორციელებს. მას ბორტზე სხვადასხვა საკვებისა და სასმელების შეძენის სერვისი „Wizz Café“ და სავაჭრო მომსახურება სახელწოდებით „Wizz Boutique“ გააჩნია[16].
2017 წლის ივნისის მდგომარეობით, Wizz Air ოპერირებს 27 ბაზით.
2008 წელს Wizz Air-მა დაამატა ფრენები კატოვიცედან ლონდონის გატვიკის მიმართულებით[19]. 2008 წლის იანვარში გდანსკიდან ფრენები დაიწყო გეტებორგის, ბორნმუთისა და კოვენტრი მიმართულებით. 2008 წლის ზაფხულში, Wizz Air-მა განაახლა ფრენები კატვიცედან და ბუდაპეშტიდან ჟირონის მიმართულებით, ასევე დანიშნა ახალი მარშრუტი ჟირონიდან გდანსკში. ზაფხულის სხვა მიმართულებებია: ბუდაპეშტიდან - ჰერაკლიონი, კორფუ, ბურგასი და ვარნა; კატოვიცედან - ჰერაკლიონი და ბურგასი; ვარშავიდან - კორფუ და ბურგასი. მან ასევე განაახლა კვირაში სამჯერადი ფრენები ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ბურგასის მიმართულებით. 2008 წლის 2 ოქტომბერს, Wizz Air-მა განაცხადა, რომ 3 ცალი Airbus A320-ის დამატებით, ფრენების სიხშირეს გაზრდიდა რუმინეთის მიმართულებებით[20].
2012 წლის თებერვალში, Wizz Air-მა განაცხადა, რომ 2012 წლის 18 ივნისიდან ის ფრენებს დებრეცენეის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით განახორციელებდა[21]. 2012 წლის 11 სექტემბერს, Wizz Air-მა ახალი მიმართულება დააანონსა თელ-ავივიდან[22].
2013 წლის 11 აპრილს Wizz Air-მა ბუდაპეშტის აერპორტიდან ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 2013 წლის 17 ივნისიდან ფრენების დაწყების შესახებ განაცხადა[23]. 2013 წლის 26 ივნისს Wizz Air სლოვაკეთის ბაზარზე შევიდა და იმავე წლის სექტემბრიდან ახალი მიმართულება დაამატა კოშიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან[24].
2015 წლის 26 ივნისს ავიაკომპანიამ თავისი მე-19 ბაზა გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ტუზლის საერთაშორისო აეროპორტში. აერპორტში მუდმივად ბაზირებადი ერთი თვითმფრინავით, 2015 წლის 26 ივნისს Wizz Air-მა ახალი მარშრუტები გახსნა მემინგენისა (მიუნხენთან ახლოს) და ტორპის (ოსლოსთან ახლოს), ხოლო 2015 წლის 28 ივნისიდან ჰანისა (ფრანკფურტთან ახლოს) და სკავსტის (სტოკჰოლმთან ახლოს) მიმართულებებით[25].
2016 წლის თებერვალში, Wizz Air-მა ახალი ბაზის საქართველოში გახსნის შესახებ დააანონსა[26]. იმავე წლის 23 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის 25-ე ბაზა გაიხსნა და 7 ახალი მიმართულება დაამატა ბერლინის (შენეფელდი), დორტმუნდის, ლარნაკის, მიუნხენის (მემინგენი), მილანის (მალპენსა), სალონიკისა და სოფიას მიმართულებით[27]. 2016 წლის ოქტომბერში Wizz Air-მა ახალი ბაზის მოლდოვაში, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში განთავსების შესახებ განაცხადა[28]. 2016 წლის დეკემბერში ვარნის ბაზის გახსნის შესახებ დააანონსა[29].
2017 წლის თებერვალში Wizz Air-მა ახალი ბაზის ლონდონის ლუტონის აეროპორტში გახსნის შესახებ განაცხადა და 2017 წლიდანვე სამი ახალი მიმართულება დაამატა თელ-ავივის, პრიშტინისა და ქუთაისის მიმართულებით[30].
2024 წლის იანვრის მდგომარეობით, Wizz Air-ის ფლოტი შემდეგი თვითმფრინავებისგან შედგება:[31][32]
თვითმფრინავი | გამოიყენება | გაჩერებული | სულ | შეკვეთილი | მგზავრი (ეკონომი) |
შენიშვნა | |
---|---|---|---|---|---|---|---|
Airbus A320-200 | 37 | 4 | 41 | — | 180 | ||
186 | |||||||
Airbus A320neo | — | 6 | 6 | 13 | 186 | ყველას ოპერირებს Wizz Air Malta | |
Airbus A321-200 | 41 | 3 | 44 | — | 230 | ||
Airbus A321neo | 101 | 8 | 109 | 378 | 239[33] | უდიდესი ოპერატორი. მიწოდება დასრულდება 2029 წელს. | |
Airbus A321XLR | — | — | — | 47 | 239[34] | მიწოდება 2024 - 2029 წლებში | |
Airbus A330-200F | 1 | — | 1 | — | 0 | — | |
სულ | 180 | 21 | 201 | 438 | |||
8 ივნისი, 2013: Wizz Air–ის Airbus A320-232-ის რეისი 3141, რომელიც ბუქარესტის ჰენრი კოანდას საერთაშორისო აეროპორტიდან – რომის ჩამპინოს აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, შასის გაუმართაობის გამო იძულებული გახდა ლეონარდო და ვინჩის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დამჯდარიყო[35]. დაფრენის შემდეგ თვითმფრინავი გვერდზე გადაბრუნდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო რამდენიმე მგზავრმა მსუბუქი დაზიანება მიიღო[36].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.