ალვარო მორატა

From Wikipedia, the free encyclopedia

ალვარო მორატა
Remove ads

ალვარო ბორხა მორატა მარტინი (ესპ. Álvaro Borja Morata Martín; 23 ოქტომბერი, 1992, მადრიდი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი.

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
Remove ads

საკლუბო კარიერა

მადრიდის „რეალი“

ალვარომ 2008 წელს კონტრაქტი გააფორმა „მადრიდის რეალთან“ და დატოვა „ხეტაფეს“ ახალგაზრდული გუნდის რიგები. მან „სამეფო კლუბში“ „ხუვენილ С“-დან დაიწყო და 4 წელიწადში მთავარ გუნდშიც მოხვდა. 2009 წლის ნოემბერში მან გაიარა „ხუვენილის“ ყველა გუნდი (А, B და С) და „რეალ მადრიდ С“-ში მოხვდა. 2010 წლის ივლისში კი მოიგო 2 ახალგაზრდული ტიტული და გაიტანა 34 გოლი. ის გადაყვანილი იქნა „კასტილიაში“. ჟოზე მოურინიუს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ის „სამეფო კლუბს“ გაჰყვა ტურნეზე აშშ-ში.

2010 წლის 15 აგვისტოს მორატას ჰქონდა დებიუტი „კასტილიაში“ „ალკორკონთან“ ამხანაგურ შეხვედრაში (1:0). ლიგაში მისი დებიუტი ამავე წლის 29 აგვისტოს შედგა „კორუშოსთან“ (3:2), პირველ გოლი მან 31 ოქტომბერს გაიტანა „ალკალოის“ კარში. (1:1)[1].

2010 წლის 12 დეკემბერს შედგა მისი დებიუტი პირველ გუნდშიც, „სარაგოსასთან“ შეხვედრაში (3:1), 89-ე წუთზე ის დი მარიას ნაცვლად შევიდა მოედანზე. 10 დღეში შედგა მისი დებიუტი სამეფო თასზეც, ის 77-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე „ლევანტესთან“ მატჩში (8:0). 2011 წლის იანვარში გონსალო იგუაინმა ტრავმა მიიღო და იგეგმებოდა ალვაროს ძირითადში დაყენება თუმცა იგუაინის შემცვლელად „რეალმა“ არენდით აიყვანა ემანუელ ადებაიორი და ახალგაზრდა ესპანელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ამ პერიოდში მორატამ ახალგაზრდულ გუნდში 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და შეიძლებოდა მისი ძირითადში დაყენება,თუმცა მოურინიუმ გუნდში უფრო გამოცდილი ფეხბურთელი მიიყვანა იგუაინის შემცვლელად. 13 თებერვალს მორატამ კარიერაში გაიფორმა პირველი „ჰეთ-თრიკი“ „დეპორტივო B“-სთან შეხვედრაში (7:1). 2012 წელს გადავიდა პირველ გუნდში და ჩაატარა 1 შეხვედრა, ის მოედანზე გონსალო იგუაინის ნაცვლად გავიდა.

23 ივნისს „Marca.com“-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ალვარო მორატა „მადრიდის რეალის“ პირველ გუნდში ითამაშებდა[2]. მისი დაწინაურება გამოიწვია მისმა ბრწყინვალე თამაშმა „კასტილიაში“. ბოლო ორი სეზონი ის კლუბის ლიდერი იყო. მას შეუძლია როგორც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, ისე პლეიმეიკერადაც და მარცხენა ნახევარმცველადაც. „კასტილიის“ ბოლო სეზონში მორატამ 17 გოლის გატანა მოახერხა[3].

სეზონი 2012/13 და 13/14

მორატამ ახალ სეზონში პირველად მე-2 ტურში, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ითამაშა, ის სათადარიგო სკამიდან შევიდა მოედანზე. მე-11 ტურში „ლევანტეს“ წინააღმდეგ მორატა ამჯერადაც სათადარიგოდან გავიდა მოედანზე და 84-ე წუთზე მან გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა (1:2).

2013-14 წლების სეზონში, მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ, ალვარო პირველი გუნდის სტაბილურ წევრად იქცა. ის ხშირად შემოდიოდა სათადარიგო სკამიდან, ძირითად შემთხვევაში ქარიმ ბენზემას ნაცვლად. მორატამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა თავის გამოჩენა. მან მისი პირველი გოლი 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში, „შალკეს“ წინააღმდეგ გაიტანა. მორატამ დუბლი შეასრულა ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც სამეფო კლუბმა 3-1 მოიგო. ალვარო ბენზემას ნაცვლად შეცვლაზე შემოვიდა 24 მაისს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

„იუვენტუსი“

2014 წლის 19 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა მორატას ტრანსფერი ტურინის „იუვენტუსში“. ალვარომ ახალ გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მადრიდის „რეალმა“ დაიტოვა შესაძლებლობა გამოესყიდა მოთამაშე 2016 ან 2017 წელს 30 მილიონ ევროდ.ტრანსფერის ღორებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.[4][5][6]

სეზონი 2014–16

სეზონის საწყის მატჩებში კლუბის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებდა კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს, ხოლო მორატა სათამშოთ შეცველბზე შემოდიოდა.თავისი პირველი გოლი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ესპანელმა გაიტანა 27 სექტემბერს გასვლით მატჩში „ატალანტას“ წინააღმდეგ, რომელიც მისმა კლუბმა 3-0 მოიგო.თამაშის შემდგომ მორატამ განაცხადა,რომ ახალ კლუბთან და გარემოსთან შეგუებაში მას ძალიან ეხმარება თანაგუნდელი ფერნანდო ლორენტე.[7]

სეზონის მეორე წრეში მორატამ „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა. ესპანელმა ჩემპიონტა ლიგის ორივე მერვედფინალურ მატჩში გაუტანა დორტმუნდის „ბორუსიას“, ასევე ორი გოლით გამოიჩინა თავი თავისი ყოფილის გუნდის, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ტურნირის ნახევარფინალში, რის შემდეგაც „იუვენტუსმა“ ფინალში გაახწია, სადაც კატალონიის „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 1-3 დამარცხდა. მორატამ ფინალში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მისმა გოლმა ვერ გადაარჩინა ტურინული კლუბი მარცხისგან.[8]

შემდეგი სეზონი მორატასთვის უკანასკნელი აღმოჩნდა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. ესპანელმა ჩემპიონტა ლიგის საწყის ორ ტურში გაუტანა „მანჩესტერ სიტის“ და „სევილიას“, რითაც მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 მატჩში გოლის გატანა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში და გაიმეორა კლუბის ლეგენდის, ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი. პირველი გოლი სერია A-ში ახალ სეზონში მორატამ გაიტანა 2015 წლის 4 ოქტომბერს საშინაო მატჩში „ბოლონიას“ წინააღმდეგ (3-1), თუმცა შემდგომ ესპანელი 19 მატჩის განმავლობაში ვეღარ თავის გამოჩენას, რის გამოც მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში დაიკავა კლუბის ახალწვეულმა, პაულო დიბალამ.2016 წლის 21 მაისს მორატამ გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი იტალიის თასის ფინალში „მილანის“ წინააღმდეგ, რის გამოც „იუვენტუსმა“ „ოქროს დუბლის“ შესრულება მოახერხა.[9][10]

Remove ads

სანაკრებო კარიერა

2009 წელს მორატა ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ, ალვარომ 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ასევე ის 19 წლამდელთა ნაკრებს გაჰყვა იაპონიაში[11] საერთაშორისო ტურნირის გასამართად. მისმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, იაპონიის შემდეგ.

საკლუბო სტატისტიკა

სტატისტიკა მოცემულია 2016 წლის 21 მაისის მდგომარეობით.

მეტი ინფორმაცია კლუბი, სეზონი ...

სანაკრებო სტატისტიკა

განახლდა: 19 ნოემბერი, 2023[12]
მეტი ინფორმაცია ნაკრები, წელი ...

მიღწევები

საკლუბო

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდ კასტილია
  • სეგუნდა დივიზიონი ბ (1): 2011/12
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
იტალიის დროშა იუვენტუსი

სანაკრებო

ესპანეთი 19 წლ.
  • ევროპის ჩემპიონი ვერცხლის პრიზიორი: 2011
ესპანეთი 21 წლ.
  • ევროპის ჩემპიონი ვერცხლის პრიზიორი: 2013

ინდივიდუალური

  • ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი: 2011
  • ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი, ჩემპიონატის საუკეთესო გუნდის წევრი: 2013
  • ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდის წევრი: 2014/15
Remove ads

მონაცემები

მორატა კარგად თამაშობს მეორე სართულზე, აქვს გოლის გატანის ალღო და შესანიშნავი მოძრაობა. „სამეფო კლუბში“ მას მომავალ ფერნანდო მორიენტესად მიიჩნევენ[13].

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads