ვოლფგანგ კელერი
გერმანელი და ამერიკელი ფსიქოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ვოლფგანგ კელერი (გერმ. Wolfgang Köhler; დ. 21 იანვარი, 1887, ტალინი, რუსეთის იმპერია — გ. 11 ივნისი, 1967, ნიუ-ჰემფშირი, აშშ) — გერმანელი და ამერიკელი ფსიქოლოგი. ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრი; ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი; ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი. მაქს ვერტჰაიმერთან და კურტ კოფკასთან ერთად გეშტალტფსიქოლოგიის შემქმნელი. ფილოსოფიის დოქტორი (ბერლინის უნივერსიტეტი, 1909). ინტერესები: ზოგადი ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, მუსიკის ფსიქოლოგია, ფსიქოფიზიოლოგია და კომპარატიული ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის ფილოსოფია და თეორიული ფსიქოლოგია, კოგნიტური ეტოლოგია (ადამიანისმაგვარ მაიმუნებზე იკვლევდა მოვლენას, რომელსაც მან ინსაიტი უწოდა).
1921 წელს გახდა გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი; 1935-1958 წლებში იყო სუოთმორის კოლეჯის პროფესორი; ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი (1959); გერმანიის ფსიქოლოგიური საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი (1967); პენსილვანიის, ჩიკაგოს, ფრაიბურგის, მიუნსტერის, ტუბინგენის, უფსალას უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო მოქალაქე (1965). ARA-ს (ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია) ჯილდო „თვალსაჩინო მეცნიერული წვლილისათვის“, 1957, ARA-ს პრეზიდენტი, 1958;
Remove ads
ძირითადი პუბლიკაციები
- 1913 Uber unbemerkte Empfindungen und Urteilstauschungen (Unnoticed feelings and misjudgements). Zeitschrift fur Psychologie, 66, 51-80.
- 1917 Intelligenzprufung an Menschenaffen. (The mentality of apes, English translation, Harcourt Brace, 1925.)
- 1920 Die physischen Gestalten in Ruhe und im stationären Zustand: eine naturphilosophische Untersuchung
- 1929 Gestalt Psychology. Liveright (rev. edn, 1947).
- 1938 The Place of Value in a World of Facts. Liveright.
- 1958 The present situation in brain physiology. American Psychologist, 13,150-154.
- 1965 Unsolved problems in the field of figural after-effects. Psychological Record, 15, 63-83.
- 1969 The Task of’Gestalt Psychology. Princeton University Press.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- Biography and bibliography
- Comprehensive Gestalt psychology website of the international Society for Gestalt Theory and its Applications - GTA დაარქივებული 2016-09-20 საიტზე Wayback Machine.
- Memoir Wolfgang Köhler - Wolfgang Köhler Primate Research Center, Leipzig დაარქივებული 2021-02-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads