ვოლფგანგ კელერი

გერმანელი და ამერიკელი ფსიქოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia

ვოლფგანგ კელერი
Remove ads

ვოლფგანგ კელერი (გერმ. Wolfgang Köhler; დ. 21 იანვარი, 1887, ტალინი, რუსეთის იმპერია — გ. 11 ივნისი, 1967, ნიუ-ჰემფშირი, აშშ) — გერმანელი და ამერიკელი ფსიქოლოგი. ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრი; ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი; ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი. მაქს ვერტჰაიმერთან და კურტ კოფკასთან ერთად გეშტალტფსიქოლოგიის შემქმნელი. ფილოსოფიის დოქტორი (ბერლინის უნივერსიტეტი, 1909). ინტერესები: ზოგადი ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, მუსიკის ფსიქოლოგია, ფსიქოფიზიოლოგია და კომპარატიული ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის ფილოსოფია და თეორიული ფსიქოლოგია, კოგნიტური ეტოლოგია (ადამიანისმაგვარ მაიმუნებზე იკვლევდა მოვლენას, რომელსაც მან ინსაიტი უწოდა).

სწრაფი ფაქტები ვოლფგანგ კელერი, დაბ. თარიღი ...

1921 წელს გახდა გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი; 1935-1958 წლებში იყო სუოთმორის კოლეჯის პროფესორი; ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი (1959); გერმანიის ფსიქოლოგიური საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი (1967); პენსილვანიის, ჩიკაგოს, ფრაიბურგის, მიუნსტერის, ტუბინგენის, უფსალას უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო მოქალაქე (1965). ARA-ს (ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია) ჯილდო „თვალსაჩინო მეცნიერული წვლილისათვის“, 1957, ARA-ს პრეზიდენტი, 1958;

Remove ads

ძირითადი პუბლიკაციები

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads