ივან რაკიტიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ივან რაკიტიჩი (ხორ. Ivan Rakitić; 10 მარტი 1988, მოლინი) — შვეიცარიელ-ხორვატი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „სევილიასა“ და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.[2] არის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2015)და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2018).
Remove ads
კარიერა
საკლუბო
რაკიტიჩი დაიბადა შვეიცარიაში, ხორვატულ ოჯახში. ახალგაზრდული კარიერა შვეიცარიაში გაატარა და მისი პირველი პროფესიონალური კლუბი შვეიცარიული „ბაზელი“ იყო. 2007 წლიდან 4 სეზონი გაატარა გერმანულ კლუბ „შალკეში“, 2011 წელს კი „სევილიაში“ გადავიდა. 2013 წლიდან „სევილიის“ კაპიტანი გახდა. ესპანურ კლუბთან ერთად შეძლო ევროპის ლიგის 2013–14 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. იმავე წლის ზაფხულში, 26 წლის ასაკში, შეიძინა კატალონიურმა გრანდმა „ბარსელონამ“ და მას ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
სანაკრებო
2006–07 წლებში გამოდიოდა შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2007 წელს სლავენ ბილიჩმა ის ხორვატიის ნაკრებში მიიწვია. რაკიტიჩმა მონაწილეობა მიიღო ევროპის სამ: 2008, 2012 და 2016 წლების გათამაშებაში.
Remove ads
მიღწევები
საკლუბო
- უეფა-ს ევროპის ლიგა (1): 2013–14
- ესპანეთის ლა ლიგა (4): 2014–15, 2015–16, 2017–18, 2018–19
- ესპანეთის თასი (4): 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18
- ესპანეთის სუპერთასი (2): 2016, 2018
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2014–15
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2015
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (1): 2015
სანაკრებო
- მსოფლიოს ჩემპიონატი — მეორე ადგილი: 2018;
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ივან რაკიტიჩი“ ვიკისაწყობში.
- ივან რაკიტიჩი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ივან რაკიტიჩი – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
- პროფილი ბარსელონას ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads