ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები — კუნძულ ირლანდიის (ირლანდიის რესპუბლიკის და ჩრდილო ირლანდიის) ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც საკმაოდ პოპულარული სპორტია ირლანდიაში. გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს ექვსი ერის ჩემპიონატზე (რომელიც მათ 10-ჯერ მოიგეს) და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ რაგბის მსოფლიო თასზე. 2019-ის მონაცემებით რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიამ 9-დან 9-ჯერ ითამაშა. მისი საუკეთესო შედეგი კი 1/4 ფინალია, რომელიც 7-ჯერ დააფიქსირა.
ირლანდიის ნაკრების პირველ მატჩად მიჩნეულია 1875 წლის თამაში ინგლისის წინააღმდეგ, რომელიც ინგლისელთა გამარჯვებით 7-0 დასრულდა.[1]
Remove ads
მატჩები საქართველოს ნაკრებთან
ირლანდიას საქართველოს წინააღმდეგ 4 მატჩი აქვს ჩატარებული[2]. პირველი მატჩი შედგა ირლანდიაში, 1999 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე და დასრულდა 70:0 მასპინძლების გამარჯვებით. 2002 წელს, იმავე სტადიონზე ირლანდიამ 64:14 იმარჯვა. ქართველთაგან ლელოები კაცაძემ და ხამაშურიძემ დადეს, ორივე გარადსხვა კი ურჯუკაშილმა შეასრულა.
მესამე და ყველაზე დაძაბული შეხვედრა გამოდგა 2007 წლის მსოფლიო თასზე, ბორდოში, რომელიც 10:14 დასრულდა ირლანდიელთა სასარგებლოდ[3]. ქართველთაგან ლელო გიორგი შკინინმა დადო[4], ჯარიმა და გარდასხვა კი მერაბ კვირიკაშილმა გაიტანა.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება კვლავ ირლანდიაში, დუბლინის ავივას სტადიონზე გაიმართა, რომელიც 49-7 დასრულდა მასპინძლების სასარგებლოდ.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- ირლანდიის რაგბის კავშირი
- ირლანდიის რაგბის კავშირის სიახლეები Planet Rugby-სგან დაარქივებული 2005-05-27 საიტზე Wayback Machine.
- ირლანდიური Rugby.co.uk დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine. ირლანდიის რაგბის კავშირის სიახლეები
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads