საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

From Wikipedia, the free encyclopedia

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
Remove ads

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წარმოადგენს საქართველოს რაგბის საერთაშორისო შეჯიბრებზე. არის რაგბის საერთაშორისო საბჭოს და ევროპის რაგბის ფედერაციის წევრი.

სწრაფი ფაქტები კავშირი, მეტსახელ(ებ)ი ...

საქართველოს პირველი ეროვნული რაგბის გუნდი შეიქმნა 1989 წელს, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი — ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო ევროპის ერთა თასი, რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები (17:13) და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2003, 2007, 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. მათ შორის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. 2020 წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები IRB რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს. 2019-ის მონაცემებით, საქართველომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე 9-დან 5-ჯერ იასპარეზა და ხუთივეჯერ ჯგუფში ჩარჩა[1]

Remove ads

მსოფლიო ჩემპიონატი

ქვემოთ ცხრილი საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის მონაცემებს გვიჩვენებს.

მეტი ინფორმაცია მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები, საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები ...
Remove ads

რაგბი ევროპის ჩემპიონატი

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშების უცვლელი წევრია. მათ ეს ტრუნირი მოგებული აქვთ 12-ჯერ.

Thumb
რაგბი ევროპის ჩემპიონები
მეტი ინფორმაცია სეზონი, მ ...
Remove ads

სტატისტიკა

მეტი ინფორმაცია ადგილი, ცვლა* ...
Thumb
საქართველოს ცვლილების ისტორია რეიტინგში
მეტი ინფორმაცია მოწინააღმდეგე, მოგება ...
Remove ads

მწვრთნელები

მეტი ინფორმაცია სახელი, წლები ...
Remove ads

კაპიტნები

მეტი ინფორმაცია სახელი გვარი, პოზიცია ...
Remove ads

ყველა დროის ინდივიდუალური რეკორდები

ყველაზე მეტი კეპი

მეტი ინფორმაცია #, მოთამაშე ...
ბოლო განახლება: ესპანეთი-საქართველო, 9 თებერვალი 2020. სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს.[3]

ყველაზე მეტი ლელო

მეტი ინფორმაცია #, მოთამაშე ...
ბოლო განახლება: ესპანეთი-საქართველო, 9 თებერვალი 2020. სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს.[4]

ყველაზე მეტი ქულა

მეტი ინფორმაცია #, მოთამაშე ...
ბოლო განახლება: ესპანეთი-საქართველო, 9 თებერვალი 2020. სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს.[5]

ყველაზე მეტი ქულა თამაშში

მეტი ინფორმაცია #, მოთამაშე ...
ბოლო განახლება: ესპანეთი-საქართველო, 9 თებერვალი 2020. სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს.[6]

ყველაზე მეტი ლელო თამაშში

მეტი ინფორმაცია #, მოთამაშე ...
ბოლო განახლება: საქართველო-ბელგია, 22 თებერვალი 2020. სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს.[7]
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads