კიმ ჩენ ინი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
კიმ ჩენ ინი (კორ. 김정은, კორეული წაკითხვით - კიმ ჯონგ ინი; დ. 8 იანვარი, 1982, 1983 ან 1984, ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა) — ჩრდილოეთ კორეელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის შვილიშვილი და კიმ ჩენ ირის შვილი. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2011 წლის 17 დეკემბერს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ.
![]() |
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის კიმი, ხოლო სახელი — ჩენ ინი. |
დაიბადა 1982, 1983 ან 1984 წელს (ზუსტი თარიღი ცნობილი არაა[12][13][14]). იგი არის კიმ ჩენ ირისა და მისი მესამე ცოლის, ყოფილი მსახიობის კო იონ ჰის მესამე შვილი.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით კიმ ჩენ ინი სწავლობდა ბერნის საერთაშორისო სკოლაში[15]. 2002 წლიდან კი სწავლობს კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტში.
ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინისა და მისი ოჯახის წევრების მმართველობის ქვეშ წარმოადგენს დიქტატურას, სადაც არ არსებობს თავისუფალი არჩევნები, ხელისუფლების ოპონენტები იდევნებიან, პრესა და ინტერნეტი სრულიად დაქვემდებარებულია რეჟიმს და არ არსებობს რელიგიის თავისუფლება.[16][17][18][19][20][21] ჩრდილოეთ კორეაში არსებობს გულაგის ტიპის ციხეები და ბანაკები, რომლებშიც მილიონობით ადამიანი არის დატყვევებული და მოკლული. რეჟიმი აქტიურად იყენებს პოლიტიკური პატიმრებისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის მეთოდებს, როდესაც ერთი ადამიანის დანაშაულისთვის ისჯება მისი ოჯახი და მეგობრები.[16] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კიმის რეჟიმის პირობებში ჩრდილოეთკორეელები არიან „ადამიანის უფლებების სისტემატური, ფართოდ გავრცელებული და ყოვლისმომცველი დარღვევის მსხვერპლები“, ხოლო რეჟიმი ცდილობს „მისი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტის დამორჩილებასა და მათ შინაგან ტერორს ახორციელებს“.[16][22]
სახელმწიფოს მიერ დაფუძებული და კონტროლირებადი კომპანიებისა და უცხოელებთან ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვით რეჟიმი სრულად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას.[23] ძალაუფლების მოპოვების შემდეგ კიმ ჩენ ინის ბრძანებით მოკლეს არაერთი ჩრდილოეთკორეელი თანამდებობის პირი, ასევე მას აკისრებენ პასუხისმგებლობას მალაიზიაში მისი ნახევრად ძმის, კიმ ჯონგ ნამის მკვლელობაზე. 2014 წლიდან კიმი რამდენჯერმე ქრება საჯარო ცხოვრებიდან ერთკვირიანი პერიოდით.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- People in DPRK news დაარქივებული 2009-06-01 საიტზე Wayback Machine.
- North Korea's Young Leader on Show დაარქივებული 2010-12-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads