ლაზური ენა

From Wikipedia, the free encyclopedia

ლაზური ენა
Remove ads

ლაზური ენა, ჭანური ენა (ლაზ. ლაზური ნენა, Lazuri nena) — ქართველურ ენათა ოჯახის ზანურ ენათა ჯგუფის ენა. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპროს გასწვრივ მცხოვრები (ამჟამად თურქეთის რიზეს და ართვინის პროვინციები) ამავე სახელწოდების ქართველური ეთნიკური ჯგუფის (ლაზები) სასაუბრო ენა. სავარაუდოდ ამ ენაზე დაახლ. 130 000 ადამიანი საუბრობს თურქეთში, რეგიონში, რომელსაც სალაპარაკო ენაზე „ლაზისტანს“ უწოდებენ, და დაახლ. 3000 საქართველოში.

სწრაფი ფაქტები
Remove ads

გეოგრაფიული არეალი

კოლხთა უძველესი სამეფო მდებარეობდა იმ რეგიონში სადაც ამჟამად ლაზურად მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობს, შესაბამისად მათი ენა კოლხთა შთამომავალი (ან ერთ-ერთი განშტოება) უნდა იყოს.

ამჟამად ლაზურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში ცხოვრობს, შავი ზღვის სანაპიროზე: რიზესა და ართვინის პროვინციებში. ლაზების ნაწილი რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) შემდეგ გადასახლდა ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში (კარამიურსელი, საქარია, ბართინი და სხვ.) და ამჟამად ასევე სტამბოლსა და ანკარაში. ლაზების მცირე ნაწილი ცხოვრობს საქართველოშიც, უმეტესწილად აჭარაში (დაახ. 3000).

Remove ads

ანბანი

Thumb
ლაზები და ქართველები თურქეთში

ლაზური ენა იყენებს ქართულსა და ლათინურ დამწერლობებს. ამათგან თურქეთში მყოფი ლაზებისთვის უფრო პოპულარული თურქული ლათინურის მიხედვით შექმნილი ე.წ. „ლაზური ანბანია“.

მეტი ინფორმაცია ქართული (მხედრული), ლათინური (მიღებული) ...
Remove ads

ლექსიკა

  • გამარჯობა - გეჯგინობა, გომორმჟორა
  • კარგად იყავი - ჩქვა კაითე (კაობათე/კაინობათე)
  • მე/შენ/ის - მა/სი/ეჲა
  • დიახ, ჰო - ჰო
  • არა - ვარ

რიცხვები

1არ(თ)
2ჟურ
3სუმ
4ოთხო
5ხუთ
6ანში
7შქვით
8ოვრო
9ჩხორო
10ვით

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads