სვანური ენა

From Wikipedia, the free encyclopedia

სვანური ენა
Remove ads

სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) — ქართველურ ენათა ოჯახის ენა. იგი მშობლიური ენაა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები სვანი ხალხისთვის. სვანურად დაახ. 30 000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანურად მოსაუბრე ადამიანთა ნაწილი აფხაზეთის რეგიონში ცხოვრობს, რაც დაახ. 2500 ადამიანი უნდა იყოს, თუმცა იქ არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მათი რიცხვის ზუსტად დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის.

სწრაფი ფაქტები

სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. სვანურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ასევე ფლობს ქართულსაც, ქვეყნის ოფიციალურ ენას. სვანურის ფორმალური სწავლება არ არსებობს და ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითი დღე კლებულობს გაუარესებული ეკონომიკური ვითარებით სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშ დგას, ვინადან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს.

Remove ads

ისტორია

სვანური ყველაზე გამორჩეული (განსხვავებული) წევრია ქართველურ ენათა შორის, და დანარჩენი სამი ენის (ქართული, ლაზური და მეგრული) ცოდნით მისი გაგება შეუძლებელია. მიიჩნევენ, რომ სვანური ქართველურ ენებს გაემიჯნა ძვ. წ. II ათასწლეულიდან, დაახ. ათასი წლით ადრე, ვინემ მას დანარჩენი ორი ენაც გამოეყოფოდა. ეს ფაქტი შესაძლოა განპირობებული იყოს სვანი მოსახლეობის შედარებით მიუვალ გეოგრაფიულ პირობებში განსახლებით, რაც სხვა ქართველურ ტომებთან აქტიურ ურთიერთობას გარკვეულწილად ზღუდავდა.

Remove ads

სვანური ანბანი

ა̈ ა̄ ა̄̈ ე̄
ი̄ ო̈
ო̄ ო̄̈ უ̈ უ̄
უ̄̈ უ̂
ჷ̄

ფონეტიკა

სვანურ ენას აქვს ქართულისაგან მცირედ განსხვავებული ფონეტიკა. კერძოდ კი, ჩვეულიბრივ ხმოვნებთან ერთად გააჩნია უმლაუტიანი და გრძელი ხმოვნები, ასევე მეგრული და ლაზური ენებისთვის დამახასიათებელი შუალედური ხმოვანი. ასევე, გარდა ამისა ახასიათებს ძვ. ქართულისთვის დამახასიათებელი ბგერები — ჲოტა და ჴარი.

  • ხმოვნები
  • თანხმოვნები
მეტი ინფორმაცია ბაგისმიერნი, წინაენისმიერნი ...

დიალექტები

სვანური ენა შემდეგ დიალექტებად და სუბ-დიალექტებად იყოფა:

ლექსიკა

  • გამარჯობა — ხოჩა ლადეღ
  • საღამო მშვიდობისა — ხოჩა ნა̈ბოზ
  • როგორ ხართ? — მაგუ̂ა̈რდ ხა̈რი?
  • თქვენ როგორ ხართ? — სგა̈ჲ იმჟი ხა̈რი? სგა̈ჲ მაგუ̂ა̈რდ ხა̈რი?
  • კარგად ვარ — ხოჩა̄მდ ხუ̂არი
  • ცუდად ვარ — ხოლა̄მდ ხუ̂არი
  • მადლობა — მაჴუ̂მარ
  • მე/შენ/ის — მი/სი/ეჯა(ი)

რიცხვები

1ეშხუ (ეშხუ̂ი)
2ჲორი (ჲორუ)
3სემი
4უ̂ოშთხუ̂
5უ̂ოხუ̂იშდ
6უსგუ̂ა
7იშგუ̂იდ
8არა
9ჩხარა
10ჲეშდ

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads