ლუკა მოდრიჩი

From Wikipedia, the free encyclopedia

ლუკა მოდრიჩი
Remove ads

ლუკა მოდრიჩი (ხორ. Luka Modrić; დ. 9 სექტემბერი 1985, ზადარი, ისფრ) — ხორვატი ფეხბურთელი, იტალიური კლუბ „მილანისა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. არის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2014, 2016, 2017, 2018, 2024) და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2018).

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
Remove ads

საკლუბო კარიერა

დინამო ზაგრები

2002 წელს 16 წლის ლუკა მოდრიჩმა გააფორმა კონტრაქტი ზაგრების „დინამოსთან“, 1 წლით ის ახალგაზრულ კლუბში იყო, შემდეგ არენდით ითამაშა ბოსნიურ „ზრინსკში“, სადაც მან სწრაფად გამოავლინა თავისი პოტენციალი, გახდა ბოსნიის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ამ დროს ის 18 წლის იყო. მომდევნო წელი ლუკამ არენდით გაატარა ზაპრეზიჩის „ინტერში“[1]. მოდრიჩი „დინამოში“ 2005 წელს დაბრუნდა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.

ტოტენჰემ ჰოტსპური

2008 წლის 26 აპრილს მოდრიჩმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“, სამედიცინო შემოწმების შემდეგ ხორვატმა 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სატრანსფერო თანხა 16,5 მილიონ ევროს შეადგენდა[2].

მადრიდის რეალი

2012 წლის 27 აგვისტოს მოდრიჩმა „მადრიდის რეალთან“ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანურმა კლუბმა მოდრიჩის სანაცვლოდ 32 მლნ. გირვანქა სტერლინგი გადაიხადა[3].

30 აგვისტოს შედგა ხორვატის დებიუტი „სამეფო კლუბის“ რიგებში. ის 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე, ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ. კატალონიელები 2:1 დამარცხდნენ, 2 მატჩის ჯამში 4:4 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მადრიდელები გახდნენ თასის მფლობელი. ეს გამოდგა ხორვატის პირველი ტიტული ესპანეთში[4]. 3 ნოემბერს კი გაიტანა თავისი პირველი გოლი ახალ კლუბის რიგებში, ლუკამ სარაგოსას კარი აიღო.

Remove ads

სანაკრებო კარიერა

ლუკა მოდრიჩის დებიუტი ხორვატიის ნაკრების რიგებში 2006 წლის 1 მარტს შედგა ბაზელში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. 2011 წლის 1 ოქტომბერს კი ნაკრების რიგებში ჩაატარა 50-ე მატჩი.

სანაკრებო სტატისტიკა

განახლდა: 24 მარტი, 2025
მეტი ინფორმაცია ეროვნული ნაკრები, წელი ...

პირადი ცხოვრება

2010 წლის მაისში მოდრიჩი დაქორწინდა ვანე ბოსნიჩზე (Vanja Bosnić). 2010 წლის 6 ივნისს კი შეეძინა ვაჟი ივანი (Ivano).

მიღწევები

საკლუბო

ხორვატიის დროშა დინამო ზაგრები
  • ხორვატიის ჩემპიონი: 2005–06, 2006–07, 2007–08
  • ხორვატიის თასი: 2006–07, 2007–08
  • ხორვატიის სუპერთასი: 2007
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი

სანაკრებო

ხორვატიის დროშა ხორვატია

ინდივიდუალური

  • ოქროს ბურთი: 2018
  • წლის საუკეთესო ხორვატიელი ფეხბურთელი: 2007, 2008, 2011, 2014, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023, 2024
  • ლა ლიგას საუკეთესო ნახევარმცველი: 2013-14, 2015-16
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads