მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022
ვიკიპედია:კატეგორიზაცია From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 — ფიფა-ს მსოფლიო თასის 22-ე გათამაშება, რომელიც კატარში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა და მასში 32-მა ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. 2022 წლის ჩემპიონატი იყო პირველი მუნდიალი, რომელიც არაბულ სამყაროში ჩატარდა. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა ახლო აღმოსავლეთში, ისლამურ ქვეყანაში და ასევე პირველად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში — შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი ქვეყნის ვინაობა ცნობილი გახდა 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში.
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, ლიონელ სკალონის თავკაცობით მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება.[1] ფინალში, რომელიც 18 დეკემბერს ლუსაილის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და რომლის ძირითადი (2–2) და დამატებითი (1–1) დრო ფრედ (3–3) დასრულდა, არგენტინელებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში ანგარიშით 4–2 დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი ხორვატიის ნაკრებმა მოიპოვა. მეოთხე ადგილი დაიკავა მაროკოს ნაკრებმა, რომელიც გახდა პირველი აფრიკული და არაბული გუნდი, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.
Remove ads
ორგანიზატორი ქვეყნის არჩევანი
ფიფას განცხადებით, რომელიც 2009 წლის 18 მარტს გასაჯაროვდა, 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ორგანიზების თაობაზე 9 განაცხადი მიიღეს, რომლებიც წარადგინეს: ავსტრალიამ, ინგლისმა, ინდონეზიამ, მექსიკამ, რუსეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა (ერთობლივი განაცხადი), ბელგიამ და ნიდერლანდებმა (ერთობლივი განაცხადი). სამხრეთ კორეამ და კატარმა განაცხადი მხოლოდ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეიტანეს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევნები 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში გაიმართა. კატარს მუნდიალის მასპინძლობაზე ეცილებოდნენ ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია.
კენჭისყრა ოთხ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში ტურნირის მასპინძლობისთვის რბოლას ავსტრალია გამოეთიშა, მეორე ტურში — იაპონია, ხოლო მესამე ტურში ყველაზე ნაკლები ხმა სამხრეთ კორეამ მიიღო. გადამწყვეტი ტურის ბრძოლაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კატარის განაცხადებს შორის გაჩაღდა, კატარმა გაიმარჯვა.
Remove ads
მონაწილეები
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მონაწილეობა 32-მა გუნდმა მიიღო. ადრე შემოთავაზებული იყო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა 48 გუნდამდე და ზოგიერთი მატჩის მეზობელ ქვეყნებში ჩატარება, მაგრამ ფიფამ ამ ინიციატივის მიღებაზე უარი განაცხადა 2019 წლის მაისში. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 2020 წელს შედგა, თუმცა თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 2019 წელს ჩატარდებოდა. ფინალური ეტაპის წილისყრა 2022 წლის 1 აპრილს გაიმართა.
პირველად ჩემპიონატზე არ ყოფილა არცერთი დებიუტანტი გუნდი, რომელიც მუნდიალის ფინალურ ეტაპზე შესარჩევი ტურნირის გავლით მოხვდა. კატარი ავტომატურად კვალიფიცირდა ჩემპიონატზე, როგორც მასპინძელი და ამ შემთხვევაში ერთადერთი დებიუტანტი გუნდი იყო, თუ არ ჩავთვლით 1950 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებს, სადაც მხოლოდ ინგლისისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნული გუნდები იყვნენ დებიუტანტები, მაგრამ ისინი მუნდიალზე შესარჩევი ტურნირის გავლის შემდეგ მოხვდნენ.
რეგიონების მიხედვით მუნდიალის ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირდნენ შემდეგი გუნდები (ფრჩხილებში გუნდების შემდეგ მითითებულია ტურნირის წინ ფიფას მსოფლიო რეიტინგში მათივე პოზიციები):
AFC (6)
CAF (5) |
CONCACAF (4)
CONMEBOL (4) OFC (0)
|
UEFA (13)
|
![]() კვალიფიცირდნენ ვერ კვალიფიცირდნენ მოიხსნა ტურნირიდან არ არის ფიფას წევრი |
Remove ads
სტადიონები
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ხუთი ქალაქის 8 სტადიონმა უმასპინძლა. სიცხის დასაძლევად კატარელებმა სტადიონები აღჭურვეს ჰაერის გაგრილების სისტემებით, რომლებიც ტემპერატურას არაუმეტეს +27°C-მდე ინარჩუნებდნენ. პირველი სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 4 წლის შემდეგ დასრულდა. 2021 წელს ყველა სტადიონი მზად იყო მატჩების მისაღებად.
ოფიციალური ბურთი

2022 წლის 30 მარტს Adidas-მა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა.
ბურთს ეწოდა „ალ რიჰლა“ (არაბ. الْرِّحْلَة — არაბულიდან ითარგმნება როგორც „მოგზაურობა“). იგი შთაგონებულია კატარის კულტურით, არქიტექტურით, ტრადიციული იალქნიანი გემებითა და დროშით. ბურთის მარგალიტისფერ ფონზე დატანილი გამოკვეთილად ხასხასა ფერები სიმბოლურად ტურნირის მასპინძელ ქვეყანასა და თამაშის მუდმივად მზარდ სიჩქარეს გამოხატავენ.
მოგვიანებით, 2022 წლის 11 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებისა და ფინალური მატჩისთვის Adidas-მა „ალ რიჰლას“ ვარიაცია, სახელწოდებით „ალ ჰილმი“ წარადგინა (არაბ. الحلم — არაბულიდან ითარგმნება როგორც „ოცნება“ და სიმბოლურად გამოხატავს ყველა ერის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და ფიფას მსოფლიო თასის აღმართვის ოცნებას).
„ალ ჰილმი“ უპირატესად ოქროსფერია ნარინჯისფერი დეტალებით და შთაგონებულია დოჰას მიმდებარე უდაბნოებით, მსოფლიო ჩემპიონატის თასითა და კატარის ეროვნული დროშით. „ალ ჰილმი“ შეიცავს Adidas-ის ყველა იმავე „Connected Ball“ ტექნოლოგიის სახელით ცნობილ რევოლუციურ გაჯეტს, რომელიც გამოიყენება „ალ რიჰლასთვის“. ბურთში ჩამონტაჟებულია 14 გრამამდე წონის 500 ჰც ინერციული მოძრაობის სენსორი, რომელიც აგზავნის მონაცემებს 500-ჯერ წამში. სენსორი უზრუნველყოფს ბურთის მოძრაობის ყველა ელემენტის (როგორიცაა მისი დარტყმის სიჩქარე, მანძილი, ბრუნი, ტრაექტორია, მოთამაშის პოზიცია და სხვ.) უპრეცედენტოდ მაღალი სიზუსტით ფიქსირებას და იკვებება დატენვის ბატარეით. ტექნოლოგია შეუმჩნეველია მოთამაშეებისთვის და არ ახდენს გავლენას ბურთის მოძრაობაზე.
ამ სენსორებიდან მიღებული მონაცემები შესაძლებელს ხდის ბურთზე უმცირესი შეხების დაფიქსირებასაც კი და აუმჯობესებს მსაჯების მიერ გადაწყვეტილების მიღების ხარისხს და სიჩქარეს VAR-ის სისტემის გამოყენებით და ასევე გამოიყენება ნახევრად ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენის ტექნოლოგიაშიც, რომელიც პირველად კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე დაინერგა.
აღნიშნული ტექნოლოგია სტადიონების სახურავებქვეშ დაყენებულ თორმეტ სპეციალურ ვიდეო სათვალთვალო კამერას იყენებს, რათა თვალყური ადევნოს ბურთის პოზიციას და განსაზღვროს თითოეული მოთამაშის პოზიციის 29 წერტილი წამში 50-ჯერ, რაც დიდი სიზუსტით აფიქსირებს მოთამაშის კიდურებისა და სხეულის ყველა ნაწილის პოზიციას თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენის თვალსაზრისით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ „ალ რიჰლას“ სენსორული ბურთი წამში 500-ჯერ აგროვებს მონაცემებს, რაც უზრუნველყოფს დარტყმის მომენტის ზუსტ განსაზღვრას, ეს ყოველივე შესაძლებელს ხდის მსაჯებისთვის მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრონ, როდის არის თამაშგარე მდგომარეობა და როდის არა.
Remove ads
ფინალური ტურნირი
წილისყრა და გუნდების განთესვა
ფინალური ტურნირის წილისყრა, რომელმაც ჯგუფების შემადგენლობა განსაზღვრა, 2022 წლის 1 აპრილს დოჰას საგამოფენო ცენტრში შედგა. მასში მონაწილეობა 32-მა გუნდმა მიიღო. კატარი, როგორც ჩემპიონატის ორგანიზატორი, ფიფას 2022 წლის 31 მარტის რეიტინგის მიხედვით შვიდ საუკეთესო გუნდთან ერთად გათამაშების პირველ კალათაში მოხვდა. კატარმა A ჯგუფში ავტომატურად პირველი ადგილი დაიკავა. დანარჩენ შვიდ ჯგუფში პირველ ადგილზე მოხდა დარჩენილი შვიდი გუნდის განთესვა პირველი კალათიდან. მე-2, მე-3 და მე-4 კალათები ასევე ფიფას 2022 წლის 31 მარტის რეიტინგიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა.
შენიშვნა: ფრჩხილებში მითითებულია ფიფას რეიტინგი.
Remove ads
ჯგუფური ეტაპი
გათამაშებაში მონაწილე გუნდები გადანაწილებული არიან 8 ჯგუფში (თითოეულ ჯგუფში 4 ნაკრები). თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გადავა ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე.
ჯგუფი A
ჯგუფი B
ჯგუფი C
ჯგუფი D
ჯგუფი E
ჯგუფი F
ჯგუფი G
ჯგუფი H
Remove ads
პლეი-ოფი
მერვედფინალი | მეოთხედფინალი | ნახევარფინალი | ფინალი | |||||||||||
3 დეკემბერი – „ხალიფა“ | ||||||||||||||
![]() | 3 | |||||||||||||
9 დეკემბერი – „ლუსაილი“ | ||||||||||||||
![]() | 1 | |||||||||||||
![]() | 2 (3) | |||||||||||||
3 დეკემბერი – „აჰმად ბინ ალი“ | ||||||||||||||
![]() | 2 (4) | |||||||||||||
![]() | 2 | |||||||||||||
13 დეკემბერი – „ლუსაილი“ | ||||||||||||||
![]() | 1 | |||||||||||||
![]() | 3 | |||||||||||||
5 დეკემბერი – „ალ-ჯანუბი“ | ||||||||||||||
![]() | 0 | |||||||||||||
![]() | 1 (1) | |||||||||||||
9 დეკემბერი – „ედიუკეიშენ სითი“ | ||||||||||||||
![]() | 1 (3) | |||||||||||||
![]() | 1 (4) | |||||||||||||
5 დეკემბერი – „სტეიდიუმ 974“ | ||||||||||||||
![]() | 1 (2) | |||||||||||||
![]() | 4 | |||||||||||||
18 დეკემბერი – „ლუსაილი“ | ||||||||||||||
![]() | 1 | |||||||||||||
![]() | 3 (4) | |||||||||||||
4 დეკემბერი – „ალ-ბაითი“ | ||||||||||||||
![]() | 3 (2) | |||||||||||||
![]() | 3 | |||||||||||||
10 დეკემბერი – „ალ-ბაითი“ | ||||||||||||||
![]() | 0 | |||||||||||||
![]() | 1 | |||||||||||||
4 დეკემბერი – „ალ-თუმამა“ | ||||||||||||||
![]() | 2 | |||||||||||||
![]() | 3 | |||||||||||||
14 დეკემბერი – „ალ-ბაითი“ | ||||||||||||||
![]() | 1 | |||||||||||||
![]() | 2 | |||||||||||||
6 დეკემბერი – „ედიუკეიშენ სითი“ | ||||||||||||||
![]() | 0 | მატჩი მესამე ადგილისთვის | ||||||||||||
![]() | 0 (3) | |||||||||||||
10 დეკემბერი – „ალ-თუმამა“ | 17 დეკემბერი – ხალიფა | |||||||||||||
![]() | 0 (0) | |||||||||||||
![]() | 1 | ![]() | 2 | |||||||||||
6 დეკემბერი – „ლუსაილი“ | ||||||||||||||
![]() | 0 | ![]() | 1 | |||||||||||
![]() | 6 | |||||||||||||
![]() | 1 | |||||||||||||
მერვედფინალები
მეოთხედფინალები
ნახევარფინალები
მატჩი მესამე ადგილისათვის
ფინალი
Remove ads
ფიფას მსოფლიო თასის მფლობელი 2022
წინამორბედი: 2018 |
მსოფლიო ჩემპიონატი 2022 |
შემდეგი: 2026 |
ჯილდოები
ტურნირის დასასრულს ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგი ინდივიდუალური ჯილდოები გადასცა: ოქროს ბუცი (საუკეთესო ბომბარდირს), ოქროს ბურთი (საუკეთესო მოთამაშეს) და ოქროს ხელთათმანი (საუკეთესო მეკარეს).[2][3][4][5][6]
ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი ორჯერ მოიგო.[7]
კილიან მბაპემ ტურნირზე ყველაზე მეტი — რვა გოლი შეაგდო და ოქროს ბუცი გადაეცა.[8]
გარდა ამისა, FIFA.com-მა შეადგინა ტურნირზე გატანილი გოლებიდან 10 საუკეთესო გოლის ჩამონათვალი, რომელთაგან მომხმარებლებმა ხმის მიცემის წესით მათ შორის ტურნირის ყველაზე საუკეთესო გოლი გამოავლინეს. საბოლოოდ, მომხმარებელთა გადაწყვეტილებით ტურნირის ყველაზე საუკეთესო გოლის ავტორისთვის განკუთვნილი ჯილდოს მფლობელი ბრაზილიელი რიშარლისონი გახდა სერბეთთან ჯგუფური ეტაპის მატჩში გატანილი გოლის წყალობით.
ბომბარდირები
შენიშვნა: პენალტების სერიაში გატანილი გოლების გარდა. 64 მატჩში 172 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,69 გოლი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads