მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია (მოლდ. Енчиклопедия Советикэ Молдовеняскэ) — პირველი უნივერსალური ენციკლოპედია მოლდავურ ენაზე. გამოიცა 1970—1981 წლებში 8 ტომად 25 ათასიანი ტირაჟით.

მკპ ცკ-ის მიერ მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემის დადგენილება 1967 წელს იქნა მიღებული. ამავე წელს ჩამოყალიბდა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია. პირველი მთ. რედაქტორი აკადემიკოსი ია. ს. გროსული იყო. მისი ხელმძღვანელობით 1—3 ტომი გამოვიდა. 1974 წლიდან ეს პოსტი ი. კ ვარტიჩანმა დაიკავა.

Remove ads

აღწერილობა

ენციკლოპედია დაახლოებით 40 ათას სტატიას, 4400 ილუსტრაციას, 244 ჩანართს, 44 ფერად და 244 შავ-თეთრ რუკას მოიცავს. გამოცემის მოცულობა — 693,3 ტექსტის საავტორი ფურცელია. ენციკლოპედიის საერთო მოცულობის დაახლოებით 30 % რეგიონული ხასიათის სტატიებია, რომლებიც მოლდავეთის ბუნებას, ისტორიას, ეკონომიკას და კულტურას ეძღვნება. გამოცემა 6000-მდე ბიოგრაფიულ ცნობარს, მათ შორის, მოლდაველ მოღვაწეთა შესახებ 2200 სტატიას მოიცავს.

1979 წელს რუსულ და მოლდავურ ენებზე გამოცემული, ენციკლოპედიის დასკვინითი მე-8 ტომი წარმოადგენს მოლდავეთის სსრ ენციკლოპედიურ ცნობარს, რომელიც თემატური პრინციპით არის შექმნილი.

1982 წელს მოლდავეთის საბჭოთა ენციკლოპედიის საფუძველზე გამოიცა მცირე ენციკლოპედია „საბჭოთა მოლდავეთი“ რუსულ ენაზე.

Remove ads

სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები

მეტი ინფორმაცია დედნისეული დასახელება, ქართული დასახელება ...
Remove ads

ლიტერატურა

  • «მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია» — (კიშინიოვი, მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია, 1982)
  • «მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია» — სტატია დიდ ენციკლოპედიურ სიტყვარზე

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads