ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია, ყსე (ყირგ. Кыргыз совет энциклопедиясы) — პირველი უნივერსალური ენციკლოპედია ყირგიზულ ენაზე. გამოიცა ბიშკეკში 1976-1980 წლებში 6 ტომად. გამომცემელია ყირგიზეთის საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია. პირველი ტომის რედაქტორია ა. ტაბალდიევი, 2-6 ტომებისა ბ. ორუზბაევა. ეს ენციკლოპედია დაედო საფუძვლად 1982 წელს ყირგიზულ და რუსულ ენებზე გამოცემულ ერთტომეულს „ყირგიზეთის სსრ“. ენციკლოპედია ანბანურადაა შედგენილი კირილიცაზე და ცოდნის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს ხსენებულ წლებში მეცნიერების განვითარების დონის მიხედვით. ყირგიზული ენციკლოპედია ფართოდ აშუქებს საბჭოთა ყირგიზეთის ეკონომიკურ და სოციალურ მიღწევებს, ვრცლადაა წარმოდგენილი მოკავშირე რესპუბლიკების ზოგადგეოგრაფიული, ისტორიული, პოლიტიკური და ეთნოგრაფიული სპექტრი.
Remove ads
სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads