ნიკიტა სიმონიანი

საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი From Wikipedia, the free encyclopedia

ნიკიტა სიმონიანი
Remove ads

ნიკიტა სიმონიანი (რუს. Ники́та Па́влович Симоня́н; სახელი დაბადებისას — მკრტიჩ პოღოსის ძე სიმონიანი (სომხ. Մկրտիչ Պողոսի Սիմոնյան; რუს. Мкртич Погосович Симонян); დ. 12 ოქტომბერი, 1926, არმავირი, რსფსრ, სსრ კავშირი) — სომეხი, რუსი[2] და საბჭოთა ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და საფეხბურთო ფუნქციონერი, რუსეთის ფეხბურთის კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“, მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ოთხგზის (1952, 1953, 1956, 1958) ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1950, 1958) მფლობელი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 1958 წლის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1954). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1969).[3][4] რუსეთის ფედერაციის ფიზიკური კულტურის დამსახურებული მუშაკი (2019).

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
Thumb
ოლეგ ბლოხინი და ნიკიტა სიმონიანი. 1977

მოსკოვის „სპარტაკის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (160 გოლი).[5] რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ორჯერ პირველ ნომრად.[6][7]

Remove ads

სანაკრებო კარიერა

1954–1958 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 20 შეხვედრას ატარებს და 10 ბურთი გააქვს.[8][9]

სტატისტიკა

მეტი ინფორმაცია საბჭოთა კავშირი, წელი ...

მსოფლიო ჩემპიონატზე

ნიკიტა სიმონიანმა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბურთი გაიტანა.[10]

მეტი ინფორმაცია ჩემპ., მასპინძელი ...

მიღწევები

საკლუბო

რსფსრ-ის დროშა სპარტაკი მოსკოვი

სანაკრებო

საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი

ინდივიდუალური

33 საუკეთესო
  • №1: 1949, 1953
  • №2: 1950, 1956, 1957, 1958
  • №3: 1951, 1952

სამწვრთნელო

რსფსრ-ის დროშა სპარტაკი მოსკოვი
სომხეთის სსრ–ის დროშა არარატი

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads