შაშვი
ფრინველთა გვარი შაშვისებრთა ოჯახისა From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
შაშვი (ლათ. Turdus) — ფრინველთა გვარი შაშვისებრთა ოჯახისა.
Remove ads
აღწერა
მათი სხეულის სიგრძეა 21–30 სმ, მასა 150 გრამამდე. თავი პატარაა, ნისკარტი შედარებით გრძელი, მაღალი. ბოლო (კუდი) ჩვეულებრივ სწორად ჩაჭრილი ან მომრგვალებულია. ახალგაზრდა ფრინველის სამოსი ჭრელია; ზრდასრული ინდივიდების შეფერილობა — ერთფეროვანი (შავი, ყავისფერი, რუხი) ან დანაწევრებული (შავი, თეთრი, მურა, მოცისფრო-რუხი, წითური ან წაბლისფერი კონტრასტული არეებისა და ლაქებისაგან); მამლები ხშირად დედლებზე უფრო კაშკაშა ფერებში არიან გაფორმებული. ყველაზე მეტად ცვალებადი შეფერილობა მთის ანუ კუნძულის შაშვს (T. poliocephalus) აქვს, რომელსაც 50-მდე ქვესახეობა გააჩნია. შაშვის გვარის რიგ სახეობებს კაშკაშად აქვს შეფერილი ნისკარტი, ფეხები და კანის რგოლი თვალის გარშემო.
Remove ads
გავრცელება
ცნობილია დაახლოებით 65–80 სახეობა.[1] გავრცელებული არიან როგორც ძველ, ისე ახალ სამყაროში; 2 სახეობა შეყვანილია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაზე. უპირატესად ტყის ფრინველები არიან, თუმცა რამდენიმე სახეობა ღია ლანდშაფტებშიც ბინადრობს. ჩრდილოეთში მცხოვრებ სახეობებს სეზონური გადაფრენები ახასიათებთ; მათი ნაწილი დიდ გუნდებს ქმნის. რიგ ქვეყნებში, ძირითადად კი სამხრეთ ევროპაში, შაშვები სანადირო ფრინველებს მიეკუთვნებიან.
Remove ads
ქცევა და კვება
ცქვიტი და მყვირალა ფრინველებია; ხშირად მიწაზე იკვებებიან. საკვებად იყენებენ მწერებს, ობობებს, ჭიაყელებს და მოლუსკებს, აგრეთვე ნაყოფებს (ძირითადად კენკრას). ზოგჯერ ზიანი მოაქვთ ხილისა და კენკროვანი კულტურების პლანტაციებისათვის.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველებია. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად ან პატარა კოლონიებად ხეებზე, ბუჩქებსა და მიწაზე. ბუდე მასიური და ჯამისებურია. მისი მშენებლობის დროს მასალებს ჩვეულებრივ თიხით ან მიწით ამაგრებენ. სეზონზე 1–2 (იშვიათად 3) ბუდეს აკეთებენ და თითოეულში 4–7 კვერცხს დებენ.
ლიტერატურა
- ლოსკოტი ვ. მ., შაშვი[მკვდარი ბმული] // დიდი რუსული ენციკლოპედია [35 ტომად], მთ. რედ. ოსიპოვი ი. ს., ტ. 9, გვ. 362–363, მოსკ.: გამომც. დიდი რუსული ენციკლოპედია, 2004–2017.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads