წყალწითელა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
წყალწითელა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს რაჭის ქედზე მდებარე მთა ნაქერალას კალთებზე, ზღვის დონიდან 1080 მ სიმაღლეზე. ერთვის მარჯვნიდან მდინარე ყვირილას. სიგრძე 49 კმ, აუზის ფართობი 221 კმ². მთავარი შენაკადია მდინარე ჭალა. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი რიონთან 7,56 მ³/წმ. ქვემო დინებაში ესაზღვრება ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან.
Remove ads
ციტატა
![]() |
„ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზეით, მოერთვის წყალწიტელა ჩრდილოდამ, რომელმან მოიგო სახელი წითლის მიწისაგან, რამეთუ მას ზედა დინებითა წითლდების. ეს გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ჩრდილოდამ სამხრით“ |
ლიტერატურა
- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 362.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads