ჰანა (ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჰანა (ინგლ. Hanna) — 2011 წლის მძაფრ-სიუჟეტიანი თრილერი, რომლის რეჟისორია ჯო რაიტი. ფილმში მთავარ როლს ასრულებს სირშა რონანი. მთავარი პერსონაჟი არის ჩრდილოეთ ფინეთში გაზრდილი გოგონა, რომლის მამა არის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსს ყოფილი ოპერატორი (ერიკ ბანა) და რომელიც თავის შვილს მკვლელად ზრდის. ქეით ბლანშეტი თამაშობს CIA- ის უფროსი აგენტის როლს, რომელიც ცდილობს, რომ იპოვოს გოგონა და მამა და დაიჭიროს. ფილმის საუნდტრეკი დაწერა The Chemical Brothers- მა.
ჰანას პრემიერა ჩრდილოეთ ამერიკაში შედგა 2011 წლის აპრილში, ევროპაში კი 2011 წლის მაისში. ფილმმა კრიტიკოსთა მხრიდან ზოგადად დადებითი შეფასებები მიიღო. რეცენზენტებმა შეაქეს რონაანისა და ბლანშეტის შესრულებები, ასევე მოქმედებათა თანმიმდევრობა და სცენარი.
Remove ads
წარმოება
ფილმის თანამწარმოებელი იყო ამერიკული ჰოლერანის კომპანია და გერმანული სტუდია ბაბელსბერგი, რომლებსაც ფინანსურად ეხმარებოდა სხვადასხვა გერმანული კინო ფონდები და მთავარი დისტრიბუტორი, Focus Features. სწორედ ეს კომპანია ფლობს ფილმის საავტორო უფლებებს.
განვითარება
ფილმის სიუჟეტი და სცენარი სეტ ლოხჰედმა დაწერა ვანკუვერის კინოსკოლაში სტუდენტობის დროს. [1] მან დაწერა ორიგინალი მოთხრობა და სცენარი, [2] რომელზე მუშაობაც 2006 წელს დაასრულა. მასში მცირეოდენი შესწორებები დევიდ ფარმა შეიტანა.[3]ფილმის თანამწარმოებელი იყო ამერიკული ჰოლერანის კომპანია და გერმანული სტუდია ბაბელსბერგი, რომლებსაც ფინანსურად ეხმარებოდა სხვადასხვა გერმანული კინო ფონდები და მთავარი დისტრიბუტორი, Focus Features. სწორედ ეს კომპანია ფლობს ფილმის საავტორო უფლებებს.
დენი ბოილი და ალფონსო კუარონი, ფილმის თანარეჟისორები იყვნენ მანამ, სანამ ჯო რაიტი რეჟისორად არ დადასტურდებოდა.[4] ჯო რაიტი რეჟისორად რონანის რჩევის საშუალებით გახდა, რომელმაც პროდიუსერებს ურჩიათ რეჟისორად სწორედ რაიტი აერჩიათ.[5]
გადაღებები
გადაღებების უდიდესი ნაწილი სტუდია ბაბელსბერგში, ბერლინში შედგა, მაგრამ გადასაღებ ადგილებს შორის იყო კიტჰაიარვის ტბა კუუსამოში, ფინეთში და გერმანიის მნიშვნელოვანი ადგილები: ბად ტიოლცი, მაგდებურგის წყლის ხიდი, კიოლბრანდბრიუკე და რეეპერბანი ჰამბურგში და ბერლინის ღისრშესანიშნაობები.[6] ასევე ელ-სუვაირა მაროკოში.[7] ფინეთში გადაღებების დროს, ტემპერატურა ზოგჯერ -33°C-მდე ეცემოდა, რაზეც რონანმა განაცხადა: „ფინეთმა გამოკვეთა ამბის ზღაპრული ასპექტები. ჩვენ სცენებს ვიღებდით გაყინულ ტბაზე, რომელიც გარშემორტყმული იყო თოვლით დაფარული ფიჭივს ხეებით”.[8]
Remove ads
გამოხმაურება
კრიტიკოსთა შეფასებები
ჰანამ მიიღო 71% -იანი შეფასება ვებგვერდ Rotten Tomatoes-ზე, 230 მიმოხილვის საფუძველზე და საშუალო ნიშანი აქვს 6.86 10-დან. საიტის კრიტიკულ კონსენსუსში ნათქვამია: „ფანტასტიკური შესრულებები და მკაფიო ქორეოგრაფიული მოქმედების თანმიმდევრობა ჰქმნის ამ უნიკალურ, მაგარ თრილერს შურისძიებაზე”.[9] Metacritic– ზე ფილმმა მიიღო 65 ქულა 100-დან, 40 კრიტიკოსის შედეგებზე დაყრდნობით, რაც მიუთითებს „ზოგადად ხელსაყრელ შეფასებებს“.[10] Variety-ის წარმომადგენელმა, ჯასტინ ჩანგმა განაცხადა, რომ ჰანა არის „გაბერილი დამუშავებული დევნითი თრილერი, რომელიც ენერგიით აღგავსებს პირველივე წუთებიდან და დასასრულს დაგადუმებს".[11] როჯერ ებერტმა ფილმს ოთხიდან სამი და ნახევარი ვარსკვლავი მისცა, რაზეც კომენტარი გააკეთა: „რაიტი აერთიანებს თავის ორ ჟანრს თანამედროვე ნაწარმოებებში".[12]
შემოსავლები
The Hollywood Reporter-ის მიხედვით, ჰანა შემოსავლების მიხედვით შეერთებულ შტატებში მეორე იყო გამოსვლის კვირას, კურდღლების ამბოხების შემდეგ.[13] როდესაც ფილმის პრემიერა მორჩა 2011 წლის 7 ივლისს, ფილმის შემოსავალი იყო 40,3 მილიონი აშშ დოლარი ჩრდილოეთ ამერიკაში და 25,1 მილიონი აშშ დოლარი სხვა ტერიტორიებზე, რაც საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით, 65,3 მილიონი აშშ დოლარია.[14]
Remove ads
საუნდტრეკი
საუნდტრეკის ალბომში შედის ბრიტანული დუეტის, The Chemical Brothers-ის ნაწარმოებები.
სერიალი
2017 წლის მარტში დევიდ ფარმა გამოაცხადა, რომ ფილმის მიხედვით სერიალს გადაიღებდა.[15] 2017 წლის 23 მაისს Amazon- მა ოფიციალურად შეუკვეთა სერიალის წარმოება. პირველი ეპიზოდი ხელმისაწვდომი გახდა Amazon Video– ზე, მცირე ხნით, 2019 წლის 3 თებერვალს. რვა ეპიზოდისგან შემდგარი პირველი სეზონი სრულად გამოვიდა 2019 წლის 29 მარტს. 2019 წლის აპრილში Amazon- მა განაახლა სერიალი ახალ სეზონზე მუშაობა, რომლის პრემიერა შედგა 2020 წლის 3 ივლისს.[16] 2020 წლის ივლისში სერიალი განახლდა მესამე სეზონით.[17]
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- „ჰანა“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ჰანა“ — Allmovie-ზე
- „ჰანა“ — Box Office Mojo-ზე
- „ჰანა“ — Rotten Tomatoes
- „ჰანა“ — Metacritic-ზე
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads