AMD

From Wikipedia, the free encyclopedia

AMD
Remove ads

Advanced Micro Devices, Inc. (AMD) — ამერიკული მრავალეროვნული ტექნოლოგიური კომპანია, ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს სანტა-კლარაში, კალიფორნიაში. AMD ემსახურება ბიზნეს და სამომხმარებლო ბაზრების ფართო სპექტრს, მათ შორის სათამაშო ინდუსტრიას, მონაცემთა ცენტრებს, ხელოვნურ ინტელექტს (AI) და ჩაშენებულ სისტემებს. AMD-ის მთავარი კონკურენტები არიან Intel ცენტრალური პროცესორების ბაზარზე და Nvidia გრაფიკული პროცესორების ბაზარზე.

სწრაფი ფაქტები ტიპი, დარგი ...

AMD-ის ძირითადი პროდუქტებია მიკროპროცესორები, დედაპლატის ჩიპსეტები, ჩაშენებული პროცესორები და გრაფიკული პროცესორები სერვერებისთვის, სამუშაო სადგურებისთვის, პერსონალური კომპიუტერებისთვის და ჩაშენებული სისტემებისთვის. AMD-ის პროცესორები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის გამოთვლით მოწყობილობებში, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებში, სერვერებში, ლეპტოპებსა და სათამაშო კონსოლებში.

AMD დაარსდა 1969 წლის 1 მაისს ჯერი სანდერსისა და სხვა პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ.[1][2] კომპანიის ადრეული პროდუქტები ძირითადად მოიცავდა მეხსიერების ჩიპებსა და კომპიუტერის სხვა კომპონენტებს. 1975 წელს AMD შევიდა მიკროპროცესორების ბაზარზე და კონკურენცია გაუწია Intel-ს, მის მთავარ მეტოქეს პროცესორების ინდუსტრიაში. 2000-იანი წლების დასაწყისში კომპანიამ მიაღწია მნიშვნელოვან ზრდასა და წარმატებას, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის Athlon-ისა და Opteron პროცესორების წარმატებას პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. 2006 წელს AMD-მ 5.4 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა კანადური ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია ATI Technologies.[3][4] 2000-იანი წლების მიწურულსა და 2010-იანი წლების დასაწყისში AMD სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა, რადგან Intel-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა უფრო სწრაფი და მძლავრი პროცესორების შექმნაში.

2010-იანი წლების ბოლოს AMD-მ კვლავ მოიპოვა ბაზრის წილი მის პროდუქტებზე ფასის დაგდებისა[5] და Ryzen პროცესორების წარმატების წყალობით, რომლებიც წარმადობის კუთხით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ Intel-ის მიკროპროცესორებს და ამავე დროს, შედარებით დაბალი ფასებით გამოირჩეოდნენ.[6] 2022 წელს AMD-მ პირველად გადაუსწრო Intel-ს საბაზრო კაპიტალიზაციით.[7][8]

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads